უკრაინა: რუსების გაშვებული დრონებიდან 23-ვე ჩამოვაგდეთ

20 თებერვლის ღამით რუსებმა ს 3 რაკეტითა და შაჰედის ტიპის 23 დრონით შეუტიეს. უკრაინამ ოკუპანტების გაშვებული ყველა დრონი გაანადგურა. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეგრამ-არხზე უკრაინის შეიარაღებული ძალები ავრცელებს.
“საბრძოლო სამუშაოების შედეგად 23-ვე შაჰედი ჩამოაგდეს ხარკოვის, პოლტავას, კიროვოგრადის, დნიპროპეტროვსკის, ზაპოროჟიეს, ხერსონისა და ნიკოლაევის ოლქებში”. – აღნიშნულია განცხადებაში.
საჰაერო ძალებმა განმარტეს, რომ ოკუპანტებმა ს ფედერაციის ბელგოროდის ოლქიდან C-300/C-400-ის ტიპის ორი საზენიტო მართვადი რაკეტა, X-31-ის მართვადი რაკეტა ზაპოროჟიეს ოლქის დროებით ოკუპირებული ტერიტორიიდან და შაჰედები რუსეთის ქალაქ პრიმორსკო-ახტარსკიდან გაუშვეს.
ამავე ინფორმაციით, საჰაერო თავდასხმის მოგერიებაში მონაწილეობდნენ უკრაინის თავდაცვის ძალების საზენიტო-სარაკეტო ქვედანაყოფები, მობილური სახანძრო ჯგუფები და ელექტრონული საბრძოლო აღჭურვილობა.
გარდა ამისა, სამხრეთ თავდაცვის ძალებმა დაამატეს, რომ 2 შაჰედი ჩამოაგდეს კიროვოგრადში, ხოლო თითო ხერსონისა და ნიკოლაევის ოლქებში.