უკრაინაში ისევ საჰაერო განგაშია

უკრაინაში განგაშია გამოცხადებული ს მორიგი სარაკეტო შეტევის გამო. უკრაინის საჰაერო ძალებმა დააფიქსირეს მურმანსკის ოლქიდან წამოსული რუსული ბომბდამშენები Ту-95мс. მოქალაქეებს თავშესაფრებსა და სხვა უსაფრთხო ადგილებში ყოფნისკენ მოუწოდეს.
საჰაერო განგაში ადგილობრივი დროით დაახლოებით 04:30 საათისთვის დაიწყო უკრაინის სამხრეთ და აღმოსავლეთ ოლქებიდან და მოგვიანებით გავრცელდა ქვეყნის პრაქტიკულად, მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის დედაქალაქ კიევზე.
მანამდე რუსეთის არმიამ სარაკეტო იერიში მიიტანა პოლტავის ოლქის ქალაქ მირგოროდზე. ამ ქალაქში უკრაინის არმიის საავიაციო ბაზა მდებარეობს. სარაკეტო დარტყმის შედეგები ჯერჯერობით უცნობია.
დაწერეთ კომენტარი

ასევე დაგაინტერესებთ

უკრაინული ქვედანაყოფის მეთაური – ვოლჩანსკის აგრეგატის ქარხნის გათავისუფლება ავიწროებს ოკუპანტების კონტროლის ზონას და უკრაინელებს მთელი ქალაქის საბოლოო გათავისუფლების საშუალებას აძლევს