უკრაინაში ელექტროენერგიის გამომუშავება 70%-ით შემცირდა – შვეიცარიული კვლევა

ციურიხის (შვეიცარია) ფედერალური ტექნოლოგიური ინსტიტუტის (ETHZ) მიერ გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, უკრაინის ომმა ქვეყანაში ელექტროენერგიის წარმოება 70%-ზე მეტით შეამცირა. კვლევის ავტორები, მდგომარეობის გამოსასწორებლად, ქარისა და მზის ენერგიის უფრო მეტად გამოყენების რეკომენდაციას იძლევიან.
„ჩვენ დაავდგინეთ, რომ 2022 წლის თებერვლის შემდეგ, თავდასხმა თითქმის ყველა მსხვილ ელექტროსადგურზე განხორციელდა“, – წერს ჟურნალ „ჯოულში“ („Joule“) მკვლევართა ჯგუფი, რომელსაც უკრაინელი ირინა დორონინას ხელმძღვანელობდა.
მკვლევარებმა, კერძოდ, გააანალიზეს ევროპის უდიდესი, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მდგომარეობა, რომლის მუშაობა 2022 წლის სექტემბერში, ს თავდასხმების გამო, შეჩერდა.
კვლევის ობიექტი იყო კახოვკას კაშხლის წყალსაცავიც, რომელიც, თავისი ფართობით, ციურიხის კანტონს ერთნახევარჯერ აღემატება. კაშხლის აფეთქების შემდეგ, წყალსაცავი დაცარიელდა, რამაც წყალდიდობა და ათასობით ადამიანის ევაკუაცია გამოიწვია.
ომამდე ევროპაში ენერგიის ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელი იყო. ქვეყნის 1 500-ზე მეტ ელექტროსადგურს 59 გიგავატი ელექტროენერგიის გამომუშავება შეეძლო, საიდანაც უკრაინას მხოლოდ 22 გიგავატი სჭირდებოდა. მკვლევარების გათვლებით, ომის შედეგად დაახლოებით 42 გიგავატი დაიკარგა და ახლა მხოლოდ 17 გიგავატის წარმოებაღა ხერხდება.
„ჩვენი კვლევა წარმოადგენს უკრაინის ენერგოსისტემის პირველ ყოვლისმომცველ გეოსივრცულ რუკას, საიდანაც ჩანს, როგორ გამოიყურებოდა ის 2022 წლის თებერვალში და როგორი ნგრევა განიცადა მან ომის შედეგად“, – აცხადებენ მკვლევარები.
მეტიც: ქარისა და მზის ენერგიაზე დაფუძნებული სისტემა შეიძლება უფრო სწრაფად აშენდეს. გარდა ამისა, კვლევის ავტორების აზრით, ახალი სისტემის დეცენტრალიზებული ბუნება ახალი შეტევების მიმართ მას უფრო მდგრადს გახდის.
წყარო: 1 არხი