უკრაინამ შეცვალა ხარკოვის ფრონტის მეთაური

უკრაინის მედია იუწყება, რომ ჩრდილოდასავლეთის ხარკოვის ფრონტის დაცვის მეთაური, გენერალი იური ჰალუშკინი პოსტზე შეცვალა გენერალმა მიხაილო დრაპატიმ.
11 მაისს მომხდარი ამ ცვლილების შესახებ წყაროებზე დაყრდნობით იუწყებიან უკრაინული ვებსაიტები RBK და Suspilne. ცვლილება მოხდა ს ძალების მხრიდან გაძლიერებული იერიშების ფონზე ხარკოვის რეგიონზე.
ცნობების თანახმად, დრაპატი შეინარჩუნებს გენერალური შტაბის ხელმძღვანელის მოადგილის ამჟამინდელ პოსტსაც. მანამდე დრაპატი ხელმძღვანელობდა ხერსონის რეგიონში მიმდინარე ოპერაციებს.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ