უკრაინამ მსოფლიო ბანკისგან 1.5 მილიარდი დოლარი მიიღო

უკრაინამ მსოფლიო ბანკის პროგრამის ფარგლებში დაფინანსების სახით 1.5 მილიარდი დოლარის მოცულობის ტრანში მიიღო, – ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული თანხა ქვეყანას საბიუჯეტო ხარჯების დაფარვაში დაეხმარება. მსოფლიო ბანკის დახმარების ახალი პაკეტი ბრიტანეთმა და იაპონიამ დააფინანსეს.
„984 მილიონი დოლარი მოდის იაპონიიდან და 516 მილიონი დოლარი გაერთიანებული სამეფოდან. თანხები დაფარავს საბიუჯეტო ხარჯებს სოციალური და ჰუმანიტარული საჭიროებებისთვის და რეკონსტრუქციისთვის“, – დაწერა შმიგალმა სოციალურ ქსელ X-ზე.

ასევე დაგაინტერესებთ