ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულ 26 წლის ბექა ჯაიანს ბრალდება ოფიციალურად წაუყენეს

37 წლის ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულ 26 წლის ბექა ჯაიანს ბრალდება ოფიციალურად წაუყენეს.
როგორც თბილისის მთავარი სამმართველოდან გამოსვლის შემდეგ, ჯაიანის ადვოკატმა სალომე არდოტელმა განაცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი კვლავ დუმილის უფლებით სარგებლობს.
„ბრალი წარედგინა, ის ამ ეტაპზე დუმილის უფლებას იყენებს, შესაბამისად, გამოკითხვის ოქმშიც აღნიშნული დაფიქსირდა. მას გამოძიება ედავება, რომ ჩაიდინა 109-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, კერძოდ, გენდერი და განსაკუთრებული სისასტიკე“, – განაცხადა არდოტელმა.
ცნობისთვის, 37 წლის ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული 26 წლის ბექა ჯაიანი ქუთაისის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „თ“ და „მ“ პუნქტებით მიმდინარეობს, რაც გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
მკვლელობის შემთხვევის ადგილზე არსებული სათვალთვალო კამერებიდან ამოღებულ ვიდეოჩანაწერებში ჩანს, თუ როგორ მიდის ბრალდებული კესარია აბრამიძის საცხოვრებელ კორპუსთან დაახლოებით, 19:00 საათზე, როგორ ადის ის ლიფტით და დაახლოებით, 10-15 წუთში კიბეებით როგორ ტოვებს სადარბაზოს.
მოკლულის მეზობლების განცხადებით, მათ ყვირილის ხმა გაიგეს, აბრამიძის სახლთან მისულმა მეზობელმა კი ახალგაზრდა ქალი დაჭრილ მდგომარეობაში იპოვა.
მეზობლების განმარტებითვე, აღნიშნულ მამაკაცს ისინი ხშირად ხედავდნენ. მათივე ცნობით, აბრამიძეს ბექა ჯაიანის მხრიდან მუქარაზეც არაერთხელ უსაუბრია.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით კირკიტაძე – სააკაშვილმა თქვა, რომ ქართველების ერთ-ერთი მთავარი ღირსებაა მიმტევებლობა და საშუალების მიცემა ადამიანებისთვის, რომ ემსახურონ თავიანთ ქვეყანას, ამ პრინციპით არის შედგენილი სია

Edison Research – დღეს რომ არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა 32% ხმას „ქართულ ოცნებას“ მისცემდა, 20% -„ერთიანობა- ნაციონალურ მოძრაობას“, 11,9%-11,9% – კოალიციას „ცვლილებებისთვის“ და გახარიას პარტიას, 9,9% – „ძლიერ საქართველოს“