ტრამპზე თავდასხმამ ბაიდენის საარჩევნო სტრატეგია შეცვალა

ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილ პრეზიდენტზე, რესპუბლიკელ დონალდ ტრამპზე თავდასხმის შემდეგ, დემოკრატი პრეზიდენტის, ს საარჩევნო შტაბმა სტრატეგია შეცვალა. ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი წერს ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით.
ბაიდენი და ტრამპი პოტენციური მეტოქეები არიან საპრეზიდენტო არჩევნებში, რომელიც 5 ნოემბერს გაიმართება. Reuters-ის ცნობით, ბაიდენის შტაბმა გადაწყვიტა, უარი თქვას ტრამპის წინააღმდეგ ვერბალურ შეტევებზე და აქცენტი გააკეთოს ეროვნული ერთიანობის აუცილებლობაზე.
სააგენტოს წყაროთა ინფორმაციით, დონალდ ტრამპზე თავდასხმიდან რამდენიმე საათში ჯო ბაიდენის შტაბმა გააუქმა ერთ-ერთი სატელევიზიო რეკლამა და შეაჩერა სხვა პოლიტიკური კომუნიკაცია, მათ შორის ნიუ-იორკის სასამართლოს მიერ ტრამპის დამნაშავედ ცნობის საქმის გაშუქება. მონაცემების გაყალბების ეს საქმე ეხებოდა პორნოგრაფიული ჟანრის ფილმების მსახიობ სტორმი დენიელსისთვის ფულის გადახდას.

ასევე დაგაინტერესებთ