“სუფ­რამ­დე არც მივ­სულ­ვარ, რა­საც შე­დე­გად მოჰ­ყვა ის რომ მთელ­მა სუფ­რამ, რო­მე­ლიც სხვა­დას­ხვა პო­ლი­ტი­კუ­რი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბის ხალ­ხის­გან შედ­გე­ბო­და, პრო­ტეს­ტის ნიშ­ნად და­ტო­ვა რეს­ტო­რა­ნი”

რეს­ტო­რან “ქვევრში“ მომ­ხდარ ინ­ცი­დენტზე, პო­ლი­ტი­კო­სი ნიკა მე­ლია სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვრცელ გან­მარ­ტე­ბას აქ­ვეყ­ნებს. შე­გახ­სე­ნებთ, რომ მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის წინ ვი­დეო გავ­რცელ­და, სა­დაც ჩან­და, რომ ობი­ექ­ტზე შე­სულ მე­ლი­ას, დი­რექ­ტორ­მა ლაშა ბას­ლან­ძემ იქა­უ­რო­ბა და­ა­ტო­ვე­ბი­ნა. რა მოხ­და რეს­ტო­რან­ში ამის შე­სა­ხებ ორი­ვე მხა­რე სტა­ტუ­სე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით სა­უბ­რობს.

ნიკა მე­ლია:

“მინ­და მო­გიყ­ვეთ იმის შე­სა­ხებ, თუ რო­გორ ეს­მით “ქო­ცებს” არა მხო­ლოდ მომ­სა­ხუ­რე­ბის სფე­რო­ში საქ­მი­ა­ნო­ბა, არა­მედ სა­ერ­თოდ სტუ­მარ-მას­პინ­ძლო­ბა და სა­ერ­თოდ ქარ­თვე­ლო­ბა.

ამ­ბა­ვი იმით და­ი­წყო, რომ ძა­ლი­ან კარგ ქარ­თველს შე­ე­ძი­ნა შვი­ლიშ­ვი­ლი. და­გეგ­მა ძე­ო­ბა, ორი დღით ადრე და­უ­ჯავ­შნია რეს­ტო­რა­ნი, დამ­პა­ტი­ჟა.

და­ძა­ბუ­ლი გრა­ფი­კის მი­უ­ხე­და­ვად, მა­ინც გა­დავ­წყვი­ტე მცი­რე ხნით მის­ვლა. მი­ვე­დი და ეს რეს­ტო­რა­ნი, “ქვევ­რი“, აღ­მოჩ­ნდა “ოც­ნე­ბის“ კა­რის ბიზ­ნეს­მე­ნი­სა და ამა­ვე დროს პოს­ტი­ვის თა­ნამ­შრომ­ლის – ვინ­მე ლაშა ბას­ლან­ძის. რო­გორც გა­ირ­კვა, “ქვევ­რის“ პატ­რო­ნი ქვევ­რი­ვი­თაა – რა­საც “ოც­ნე­ბა” ჩას­ძა­ხებს, იმას ამოგ­ძა­ხებს.

ზუს­ტად ასე ამომ­ძა­ხა ძე­ო­ბა­ზე მი­სულს – ათ­კა­ცი­ა­ნი დაც­ვით გარ­შე­მორ­ტყმუ­ლი კარ­თან დამ­ხვდა სა­მარ­ცხვი­ნოდ, გო­ი­მუ­რად და არა­კა­ცუ­რად – არ შე­მოხ­ვი­დეო.

სუფ­რამ­დე არც მივ­სულ­ვარ, რა­საც შე­დე­გად მოჰ­ყვა ის რომ მთელ­მა სუფ­რამ, რო­მე­ლიც სხვა­დას­ხვა პო­ლი­ტი­კუ­რი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბის ხალ­ხის­გან შედ­გე­ბო­და, პრო­ტეს­ტის ნიშ­ნად და­ტო­ვა რეს­ტო­რა­ნი.

ასე­თია “ქო­ცუ­რი” გა­გე­ბით, ტრა­დი­ცი­ე­ბი­სა და ოჯა­ხის პა­ტი­ვის­ცე­მა. მათ­თვის სტუ­მარ-მას­პინ­ძლო­ბა მხო­ლოდ პოზ­ნე­რის­თვის გა­წე­ლი­ლი ელარ­ჯი და პარ­ლა­მენ­ტის სკამ­ში ჩამ­ჯდა­რი გავ­რი­ლო­ვია.

მად­ლო­ბა ღმერ­თს ექი­მი არაა, თო­რემ წარ­მო­მიდ­გე­ნია რამ­დენს გა­წი­რავ­და სა­სიკ­ვდი­ლოდ”.

ლაშა ბას­ლან­ძე წერს, რომ ბოლო ერთი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­ე­ბის მხრი­დან ხში­რად იყო შე­ვიწ­რო­ე­ბის ფაქ­ტე­ბი. სწო­რედ ეს გახ­და მი­ზე­ზი, რომ პო­ლი­ტი­კო­სის­თვის რეს­ტო­რან­ში შეს­ვლის უფ­ლე­ბა არ მი­ე­ცა.

“ბოლო 1 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ამ უსამ­შობ­ლო­ე­ბის­გან მომ­რავ­ლე­ბუ­ლია “შე­ვიწ­რო­ე­ბის“, “დის­კომ­ფორ­ტის შექ­მნის“ შემ­თხვე­ვე­ბი – ღია ცის ქვეშ, პარკში, თე­ატ­რში, შვი­ლე­ბის თან­დას­წრე­ბით და ა.შ.

ერთ-ერთი ოპო­ზი­ცი­ის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი (ალა ლუ­სულ კა­ნონს ვინც ყვი­რის და ბო­ი­კოტ­გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი რუ­სუ­ლი ბიზ­ნე­სი რო­მაა “ქვევ­რი” მის­თვის) მო­დის ჩემს სა­კუ­თარ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, ჩემს რეს­ტო­რან­ში და თვი­თონ­ვე მე­უბ­ნე­ბა, რომ იცის ვინც ვარ და რა სი­ტუ­ა­ცი­ა­ცაა იქ, რაც ჩემ­თვის პი­რა­დად ორ­მა­გი სტან­დარ­ტის ამ­ბა­ვია – ისე­დაც საკ­მა­ოდ დიდი პრობ­ლე­მა არამ­ხო­ლოდ დღე­ვან­დელ სა­ქარ­თვე­ლო­ში არა­მედ მსოფ­ლი­ო­შიც.

ერთი ის იცო­დეს ყვე­ლამ, “ქვევ­რი”, რო­მე­ლიც არის ქარ­თუ­ლი, ოჯა­ხუ­რი, ტრა­დი­ცი­უ­ლი არა­სო­დეს არ უმას­პინ­ძლებს ქვეყ­ნის მო­ღა­ლა­ტეს, ვი­საც რო­გორ გინ­დათ ისე შე­ხე­დეთ ამ ჩემს სი­ტყვებს.

პრინ­ცი­პუ­ლო­ბა ალ­ბათ ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე სა­ჭი­რო თვი­სე­ბაა ადა­მი­ა­ნის­თვის – ნა­თე­ლი და პირ­და­პი­რი მა­გა­ლი­თი პრინ­ცი­პუ­ლო­ბა რო­გორ გან­სხვავ­დე­ბა სხვა­დას­ხვა ადა­მი­ა­ნებ­ში კი გუ­შინ­დე­ლი შემ­თხვე­ვაა – ნი­კა­ნორ მე­ლია სა­კუ­თა­რი სურ­ვი­ლით მიბ­რძან­დე­ბა კი­ბე­ებ­ზე მათი თქმით “რუ­სულ ბიზ­ნეს­ში, რუ­სულ რეს­ტო­რან­ში“ და ნა­თე­ლია ჩემი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა, ასე­ვე მათი თქმით, პა­ტარ-პა­ტა­რა დის­კომ­ფორ­ტე­ბი ყვე­ლა ქვეყ­ნის მო­ღა­ლა­ტეს უნდა შე­ექ­მნას.

ლო­გი­კუ­რია რომ ეს ადა­მი­ა­ნი ჩემს რეს­ტო­რან­ში არა­სო­დეს არ იქ­ნე­ბა სა­სურ­ვე­ლი სტუ­მა­რი და ამას ვინც შე­ი­ცხა­დებს, აუ­ცი­ლებ­ლად ძა­ლით იბრმა­ვებს თავს.

გა­უ­მარ­ჯოს ერ­თი­ან სა­ქარ­თვე­ლოს, რაც აუ­ცი­ლებ­ლად იქ­ნე­ბა ჩვე­ნი მო­მა­ვა­ლი, ამ პა­ტა­რა ადა­მი­ა­ნე­ბის ჩა­მო­შო­რე­ბის შემ­დეგ”.

ასევე დაგაინტერესებთ