სულ მცირე 17 ადამიანია დაღუპული დაღესტანში მომხდარი ტექსტებისას

სულ მცირე 17 ადამიანი, მათ შორის 15 პოლიციელი დაიღუპა კვირას დაღესტანში დერბერტსა და მახაჩყალაში მართლმადიდებულ ეკლესიაზე, სინაგოგასა და საგზაო პოლიციის განყოფილებაზე თავდასხმის შედეგად. რესპუბლიკაში მოქმედებს კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი.
კვირას დაახლოებით 23:00 საათზე, ს ეროვნულმა ანტიტერორისტულმა კომიტეტმა გამოაცხადა, რომ დერბენტში სპეცოპერაციის აქტიური ეტაპი დასრულდა. კომიტეტმა 5 თადამსხმელის სიკვდილი დაადასტურა, მანამდე ვრცელდებოდა ცნობა 6 თავდამსხმელის დაღუპვაზე.
დაღესტნის ხელმძღვანელობის ინფორმაციით, პოლიციელების გარდა დაღუპულია სულ მცირე ორი სამოქალაქო პირი, საავადმყოფოში 16 ადამიანი მიიყვანეს. ამჟამად დღუპულთა შესახებ დაზუსტებული ცნობები ჯერ ისევ არ არის
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა საქმე “ტერაქტის“ მუხლით აღძრა, 24-26 ივნისს დაღესთანში გლოვის დღებად გამოცხადდა.
23 ივნისს დაღესტანში დააკავეს სერგოკალინის რაიონის ხელმძღვანელი და პარტია „ედინაია როსიის“ ადგილობრივი ორგანიზაციის მდივანი მაგომედ ომაროვი და გაჩხრიკეს მისი სახლი.
სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო ტასსის ცნობით, ომაროვის ორმა ვაჟმა, ისევე როგორც მისმა ძმისშვილმა, მონაწილეობა მიიღეს სინაგოგასა და პოლიციელებზე კვირას მომხდარ თავდასხმაში. „ინტერფაქსი“ სამართალდამცავ ორგანოებში ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ თავდამსხმელები მოკლეს და ისინი უკვე ამოცნობილი არიან.
23 ივნისს, დერბენტში, უცნობმა პირებმა ავტომატური იარაღით ცეცხლი გაუხსნეს სინაგოგასა და მართლმადიდებელ ეკლესიას. პარალელურად, უცნობი პირები მახაჩყალაში თავს დაესხნენ საგზაო პოლიციის განყოფილებას, შემდეგ კი სროლა გაიმართა მათსა და ადგილზე მისულ პოლიციას შორის.

ასევე დაგაინტერესებთ