სოფო ჯაფარიძე დიდ დიღომში მოსახლეობას შეხვდა

“ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარე, დიდ დიღომში მოსახლეობას შეხვდა. ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.
სოფო ჯაფარიძის განცხადებით, მოსახლეობა 26 ოქტომბრის ს შემდეგ ცვლილებებისთვის ემზადება.
„უამრავ ადამიანს შევხვდით მთელი დღის განმავლობაში, განწყობა არის მართლაც საოცარი, ჩვენი მოქალაქეები საქართველოს გამარჯვებისთვის ემზადებიან და დიახ, ქართველი ხალხი, თბილისელები ევროპულ კეთილდღეობას ირჩევენ. 26 ოქტომბერს ყველა ერთად ვიზეიმებთ გამარჯვებას. ერთხელ და სამუდამოდ დასრულდება რუსული მმართველობა, რუსული რეჟიმი ჩვენს ქვეყანაში და ჩვენს ქვეყანას დაჩქარებული წესით ევროკავშირში შევიყვანთ“, – განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ