სომხეთში ეკონომიკის მინისტრი გადადგა

დღეს სომხეთში თანამდებობიდან ეკონომიკის მინისტრი, ვაჰან ქერობიანი გადადგა.
უცხოური მედიის ცნობით, ორი კვირის წინ მისი მოადგილე და სხვა ქვეშევრდომები კორუფციის ბრალდებებით დააპატიმრეს, რაც მან უარყო.
კერობიანმა, რომელიც 2020 წლის ნოემბერში დაინიშნა ეკონომიკის მინისტრად, გამოაქვეყნა განცხადება, სადაც გადადგომის მიზეზად “ბევრი უთანხმოება” დაასახელა, მაგრამ არ აკონკრეტებს რა იყო ისინი.
ქერობიანმა გამორიცხა მოსაზრება, რომ მისი გადადგომა არის პასუხი მისი ქვეშევრდომების დაპატიმრებაზე. ტელევიზიით გადაცემულ განცხადებაში ქერობიანმა თქვა, რომ თუ ბრალდებები დადასტურდება, პასუხისმგებლობას იკისრებს.

ასევე დაგაინტერესებთ