სომხეთის საგამოძიებო კომიტეტმა გადატრიალების აღკვეთის შესახებ განაცხადა

სომხეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, ქვეყნის ეროვნული უშიშროების სამსახურიდან მიღებული იქნა ინფორმაცია, რომ კონკრეტული ადამიანების ჯგუფი გადატრიალებას ამზადებდა. საგამოძიებო კომიტეტის თანამშრომლებმა ჩაატარეს მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის 3 ათეული ჩხრეკა და დაკითხვა და დააკავეს სომხეთის ხუთი მოქალაქე, მთიანი ყარაბაღის ორი ყოფილი მცხოვრები და კიდევ რამდენიმე პირი, რომელთა ვინაობაც ჯერჯერობით უცნობია.
“News.am-ის” ინფორმაციით, ყველა დაკავებულს ბრალად ედება ძალადობის გზით ხელისუფლების ხელში ჩაგდების მცდელობა.
გამოძიების თანახმად, ბრალდებულები სამთვიანი სასწავლო ბანაკის გავლის საბაბით, საბრძოლო მომზადებას რუსეთში გადიოდნენ. ამ დროს დაეუფლნენ მძიმე იარაღსა და საბრძოლო მოვალეობის ახალ სახეობებს, სომხეთში დაბრუნებისთანავე აიყვანეს ადგილობრივი და მთიანი ყარაბაღის მაცხოვრებლები. გამოძიება მიიჩნევს, რომ ეჭვმიტანილები თვეში 220 ათას რუბლს იღებდნენ გადასახადის სახით.
გამოძიების თანახმად, ახალწვეულები როსტოვში საბრძოლო მომზადების გასავლელად წავიდნენ, სადაც მათ უთხრეს, რომ ისინი გადიოდნენ წვრთნას სომხეთის ამჟამინდელი ხელისუფლების დასამხობად, რადგან ქვეყანას “გადარჩენა სჭირდება”. მათმა ნაწილმა უარი თქვა წვრთნებში მონაწილეობაზე, რის გამოც ორგანიზატორებმა ვერ შეძლეს გადატრიალების განხორციელება სომხეთში მათ კონტროლის მიღმა არსებული გარემოებების გამო.
“შვიდი პირის მიმართ აღძრულია სისხლის სამართლებრივი დევნა, სამი დაკავებულია, ოთხი კი ძებნაშია,” – განაცხადა სომხეთის საგამოძიებო კომიტეტის პრესსამსახურმა.

ასევე დაგაინტერესებთ