“სოლიდარობა ილიაუნის – ხელისუფლებას არაფერი ესაქმება უნივერსიტეტებში” – არჩილ გამზარდია

თითქმის 9 წელი ვიმუშავე ილიაუნიში და დღემდე სულიერი ძაფები მაკავშირებს ამ უნივერსიტეტთან, რომელმაც განმავითარა, თვითრეალიზაციის სივრცე მომცა და მრავალი ტკბილი მოგონება დამიტოვა.
ამ უნივერსიტეტის თვითმყოფადობა ყოველთვის უნდა იყოს შენარჩუნებული და არ შეიძლება მუდმივად ძალაუფლების მხრიდან ბრძოლა, სადაც პოლიტიკური ინტერესების გამო განათლების სივრცესაც წირავენ, სტუდენტებსაც, ლექტორებსაც და არაერთ სამეცნიერო წარმატებასაც. ხელისუფლებების ბრძოლა უნივერსიტეტებთან უნდა დასრულდეს. ჩემი სოლიდარობა ილიაუნის. … თუ დღევანდელი ოპოზიცია მოვა ხელისუფლებაში, პირველ რიგში უნივერსიტეტები უნდა გაანთავისუფლოს ხელისუფლებისგან, გააუქმოს აკრედიტაცია და ავტორიზაცია. საკუთარ რეპუტაციას თავად მიხედონ უნივერსიტეტებმა.
ხელისუფლებას არაფერი ესაქმება უნივერსიტეტებში.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფმა ქართველი და უცხოელი ექსპერტების შემადგენლობით შეაფასა 2024 წლის ივნისში. ექსპერტთა დასკვნით, ილიას უნივერსიტეტმა უკლებლივ ყველა სტანდარტის მიხედვით უმაღლესი შეფასებები დაიმსახურა (იხ. ამონარიდი დოკუმენტიდან). გუშინ ჩატარდა ავტორიზაციის საბჭოს სხდომა, რომელმაც ყოველგვარი დასაბუთებისა და განმარტებების გარეშე შეცვალა ავტორიზაციის ექსპერტთა უმაღლესი შეფასებები, და ამის საფუძველზე უნივერსიტეტს მიანიჭა ავტორიზაცია ერთი წლის თავზე მონიტორინგის პირობით. ჩვენ პრინციპულად არ ვეთანხმებით საბჭოს ამ გადაწყვეტილებას და, რა თქმა უნდა, გავასაჩივრებთ სააპელაციო კომისიაში, როგორც კი ოფიციალურად გამოგვიგზავნიან საბჭოს ოქმს და გადაწყვეტილებას. ოქმისა და გადაწყვეტილების ოფიციალურად წარმოდგენისთვის საბჭოს 10 სამუშაო დღე აქვს”, – წერია გავრცელებულ განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სააკაშვილი – მე ველი ყველანაირ რეპრესიებს, მათ შორის პირადად ჩემს მიმართ – 26 ოქტომბრამდე დაახლოებით ორი კვირით ადრე რეჟიმი აუცილებლად გამოყრის სხვადასხვა ჩანაწერს ოპოზიციის დისკრედიტაციის მიზნით