სი ძინპინი მაისში სერბეთს ეწვევა

ჩინეთის პრეზიდენტი, სი ძინპინი მაისში სერბეთს ეწვევა, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Bloomberg ავრცელებს.
Bloomberg-ის ცნობით, 7 მაისს, ნატო-ს ძალების მიერ 1999 წელს ჩინეთის საელჩოს დაბომბვის 25 წლისთავზე სი ძინპინი ბელგრადში ჩავა.
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სი ძინპინის სერბეთში ვიზიტის შესახებ კომენტარი არ გაუკეთებია.
გავრცელებული ინფორმაციით, სი ძინპინი მაისში სერბეთის გარდა საფრანგეთსა და უნგრეთსაც ეწვევა. ჩინეთის პრეზიდენტი ბოლოს ევროპაში 2019 წელს იმყოფებოდა.

ასევე დაგაინტერესებთ

უკრაინული ქვედანაყოფის მეთაური – ვოლჩანსკის აგრეგატის ქარხნის გათავისუფლება ავიწროებს ოკუპანტების კონტროლის ზონას და უკრაინელებს მთელი ქალაქის საბოლოო გათავისუფლების საშუალებას აძლევს