სესხების რესურსი გვაქვს ბევრგან და ბევრი – ფინანსთა მინისტრი

ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე, გიორგი კაკაურიძე ამბობს, რომ დონორების მხრიდან ამ დროისთვის დაფინანსებული და მიმდინარე პროექტების შეჩერებას არ ელოდება, ხოლო „გაუგებრობა“ აღმოიფხვრება 3-4 წლის შემდეგ, როცა ახალი პროექტები უნდა დაიწყოს. ინფორმაციას bm.ge წერს.
კითხვაზე, ხომ არ გაგვიჭირდება დახმარებების გარეშე და ხომ არ გახდება საჭირო ბიუჯეტის კორექტირება, კაკაურიძე პასუხობს, რომ „არა“.
„ძალიან მარტივად, დღეს გამოვიტანეთ პარლამენტში კიდევ ერთი საკითხი, რომელიც ეხება არა მხოლოდ წლევანდელ 100 მლნ ევროს, არამედ მომდევნო წლების ურთიერთობას. ჩვენთვის მთავარი თემა არ არის რესურსის მიღება, ვინაიდან სესხების რესურსი გვაქვს ბევრგან და ბევრი. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის რეფორმები, რომლებიც ამ სესხების ფარგლებში ხორციელდება, ის ცოდნა, რომელიც სხვადასხვა საინვესტიციო პროექტების ფარგლებში ხორციელდება და მე დარწმუნებული ვარ, ასეთი პროექტები გაგრძელდება, არ შეჩერდება. რაც უკვე შეთანხმებული და ხელმოწერილი დოკუმენტებია, მათი გაჩერების მოლოდინი არ მაქვს და არ იქნება. რაც შეეხება ახალ პროექტებს, რაც 3-4 წლის შემდეგ უნდა დაიწყოს, ასეთ შემთხვევებში შევხედოთ. მე დარწმუნებული ვარ, ეს გაუგებრობა ძალიან მალე აღმოიფხვრება და ევროკავშირთან და -სთან ურთიერთობა იქნება ისეთივე წარმატებული, როგორიც იყო მანამდე“, – განაცხადა კაკაურიძემ.
წყარო: bm.ge

ასევე დაგაინტერესებთ