სერგეი მელიკოვი – დაღესტანში ტერორისტულ თავდასხმებს 15-ზე მეტი პოლიციელი და რამდენიმე სამოქალაქო პირი ემსხვერპლა – 24, 25 და 26 ივნისი გლოვის დღეებად გამოცხადდა

დაღესტანში ტერორისტულ თავდასხმებს 15-ზე მეტი პოლიციელი ემსხვერპლა, ასევე დაიღუპა რამდენიმე მშვიდობიანი მოქალაქე, – ამის შესახებ რეგიონის ხელმძღვანელმა, სერგეი მელიკოვმა განაცხადა.
„ტერაქტის მსხვერპლი 15-ზე მეტი პოლიციელი გახდა, რომლებიც იარაღით ხელში იცავდნენ დაღესტნის სიმშვიდეს“, – განაცხადა რეგიონის მელიკოვმა.
მისი თქმით, რესპუბლიკაში 24, 25 და 26 ივნისი გლოვის დღეებად გამოცხადდა.
მელიკოვის ინფორმაციით, სიტუაციას სამთავრობო უწყებები და სამართალდამცავები აკონტროლებენ და სამძებრო-ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებები ჩატარდება მანამ, სანამ ყველა მონაწილე არ გამოვლინდება.

ასევე დაგაინტერესებთ