სახარების რწმენის ეკლესია, პროტესტანტები, ბაპტისტები და მოლოკნები სულთმოფენობას დღესასწაულობენ

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო საქართველოს ევანგელურ-პროტესტანტულ ეკლესიას, ქრისტიან-მოლოკანთა და ბაპტისტთა თემს და მრევლს სულთმოფენობას ულოცავს.
„საქართველოს ევანგელურ-პროტესტანტული ეკლესია, სახარების რწმენის ეკლესია, სულიერ ქრისტიან-მოლოკანთა და ბაპტისტთა თემი დღეს სულთმოფენობას აღნიშნავს. სახარების რწმენით, ღმერთმა ამ დღეს მოუვლინა მოწაფეებს სულიწმინდის მადლი.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს საქართველოს ევანგელურ-პროტესტანტულ ეკლესიას, სულიერ ქრისტიან-მოლოკანთა და ბაპტისტთა თემს და მრევლს“,-აღნიშნულია რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მიერ გავრცელებულ მილოცვაში.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა ხაზარაძე – როდესაც კარებს გიხურავენ ამერიკისა და ევროპის – სტრატეგიული პარტნიორების არენაზე, ქვეყანას წინ ვერ წაიყვან – ოთხ კვირაში ივანიშვილის და რუსული ოცნების ეპოპეა დამთავრდება