„საქსტატი“ – მარტში საქართველოს ეკონომიკა 8.2%-ით გაიზარდა

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, 2024 წლის მარტში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 8.2 პროცენტი შეადგინა, ხოლო I კვარტლის საშუალო რეალური ზრდა 7.8 პროცენტით განისაზღვრა.
სტატისტიკის თანახმადვე, 2024 წლის მარტში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: დამამუშავებელი მრეწველობა, ინფორმაცია და კომუნიკაცია, პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები.
მათივე ცნობით, კლების ტენდენცია დაფიქსირდა მშენებლობის, ენერგეტიკის, ტრანსპორტის და დასაწყობების სექტორებში.
“იანვარ-მარტში საქონლის ექსპორტმა 1 326.0 მლნ. დოლარი შეადგინა – წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ცვლილება -9.3%-ია. საქონლის იმპორტი – 3 373.3 მლნ აშშ დოლარი – ცვლილება -5.3%; საგარეო სავაჭრო ბრუნვა 4 699.3% მლნ. აშშ დოლარი – ცვლილება -6.5%”, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ