საქართველო რჩება ერთგული პოზიციის, რომ ქვეყნის ტერიტორია არ იყოს გამოყენებული სანქციების გვერდის ავლის მიზნით – პრემიერის მოხსენება

საქართველო რჩება ერთგული პოზიციის, რომ ქვეყნის ტერიტორია არ იყოს გამოყენებული სანქციების გვერდის ავლის მიზნით, – ამის შესახებ სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ პრემიერის მოხსენებაშია აღნიშნული, რომელიც 2023 წლის ივნისიდან, 2024 წლის მაისის ჩათვლით პერიოდს მოიცავს.
მოხსენებაში საუბარია იმ ნაბიჯებზე, რასაც ხელისუფლება სანქციების აღსრულების თვალსაზრისით ახორციელებს.
„საერთაშორისო სანქციების აღსრულების მხარდაჭერის ნაწილში პარტნიორი ქვეყნების მიერ აღიარებული და საქართველოს კომპეტენტური ორგანოების მიერ მიმდინარე მკაცრი მონიტორინგისა და სანქციებისგან თავის არიდების მიზნით, საქართველოს ტერიტორიის გამოყენების აღკვეთისკენ მიმართული საქმიანობისა და პარტნიორ ქვეყნებთან მუდმივი კოორდინაციის გაგრძელებისა და ინფორმაციის ოპერატიულ რეჟიმში გაცვლის მიმართულებით, ში ს ფედერაციის საომარ მოქმედებებთან დაკავშირებით, რუსეთის წინააღმდეგ საერთაშორისო სანქციების დაწესების პირველივე დღეებიდან სსიპ − შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტში შექმნილია შესაბამისი სამუშაო ჯგუფი. სამუშაო ჯგუფი, კომპეტენციის ფარგლებში, კოორდინაციას უწევს საბაჟო ფორმალობებისას სანქცირებული ობიექტის (მაგ.: საქონელი, პირი, გარიგება და სხვა) იდენტიფიცირების შემთხვევაში, საქონლის/სატრანსპორტო საშუალების/პირების საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლის/ტერიტორიიდან გასვლის აღკვეთისა და თავიდან აცილების ღონისძიებებს. აღნიშნულ პერიოდში შეიქმნა ახალი ერთიანი რისკის პროფილები (ჯამში, 37 რისკის პროფილი), რომლის საფუძველზეც, ოპერატიულად იდენტიფიცირდება და მკაცრად კონტროლდება, ევროპის საბჭოს მიერ მიღებული 2014 წლის 31 ივლისის (EU) N833/2014 რეგულაციის კონსოლიდირებული ვერსიით, ასევე -ის ვაჭრობის დეპარტამენტის მრეწველობისა და უსაფრთხოების ბიუროს მიერ მიღებული აშშ-ის ექსპორტის კონტროლის წესების (EAR) 746-ე ნაწილით და ეკონომიკური სანქციების მონაწილე სხვა სახელმწიფოების მიერ დაწესებული შემზღუდავი რეგულაციებით გათვალისწინებული სანქცირებული საქონლის ექსპორტის, რეექსპორტის, ტრანზიტისა და გადატვირთვის ოპერაციები რუსეთისა და ბელარუსის მიმართულებით. ასევე აკრძალულია და კონტროლდება სანქცირებული ფიზიკური პირებისა და კომპანიების მიერ საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადაადგილება“,- ნათქვამია დოკუმენტში.