საქართველოში გაერთიანებული სამეფოს ახალი ელჩი გარეთ უორდი იქნება

საქართველოში გაერთიანებულ სამეფოს ახალი ელჩი გარეთ უორდი იქნება. ამის შესახებ ინფორმაციას დიდი ბრიტანეთის საელჩო ავრცელებს.
მათი ცნობით, ელჩი მარკ კლეიტონი საქართველოში 4 წლიან მისიას ამ ზაფხულს ასრულებს, რის შემდეგაც საქმიანობას გაერთიანებული სამეფოს დიპლომატიურ სამსახურში სხვა პოზიციაზე განაგრძობს.
რაც შეეხება მომავალ ელჩს, გარეთ უორდს ის საქმიანობას 2024 წლის აგვისტოდან შეუდგება.
დიდი ბრიტანეთის საელჩოს თანახმად, გარეთ უორდი გაერთიანებული სამეფოს დიპლომატიურ სამსახურში 1998 წლიდან მუშაობს:
· 2022 – 2024: გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების სამინისტრო (FCDO) აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტი
· 2018 -2022: დიდი ბრიტანეთის ელჩი, ვიეტნამი
· 2017: უმაღლესი სამეთაურო-საშტაბო კურსი, გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის აკადემია
· 2014-2017: გაერთიანებული სამეფოს საგარეო და თანამეგობრობის სამინისტრო (FCO), დირექტორის მოადგილე და ჩინეთის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, აზიისა და წყნარი ოკეანის დირექტორატი
· 2010 -2013: დიდი ბრიტანეთის გენერალური კონსული, სანკტ-პეტერბურგი
· 2007-2010: საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის განყოფილების პირველი მდივანი, დიდი ბრიტანეთის საელჩოში პეკინი
· 2002-2006: ევროპის დირექტორატის იუსტიციისა და შინაგან საქმეთა განყოფილების უფროსი, საგარეო და თანამეგობრობის სამინისტრო (FCO)
· 1998 – 2002: მეორე პოლიტიკური მდივანი, ბრიტანეთის საელჩო, მოსკოვი

ასევე დაგაინტერესებთ

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი – ისრაელი-ჰეზბოლას კონფლიქტზე – მხარეებმა სრულმასშტაბიანი ომის ზღვრიდან უკან უნდა დაიხიონ, წინააღმდეგ შემთხვევაში გაჩნდება უფრო ფართო ომის პერსპექტივა, რომელსაც ვერავინ გააკონტროლებს