საქართველოს ხელისუფლების ქმედება უპასუხოდ არ დარჩენილა და არც დარჩება – კონგრესმენი ბილ კიტინგი

სამწუხაროდ, ევროკავშირისა და ნატო-ს წევრობასთან დაკავშირებით კონსტიტუციური ვალდებულებების მიმართ საზოგადოების მხარდაჭერის მიუხედავად, „ქართულმა ოცნებამ“ გადაუხვია ქვეყნის ევროატლანტიკურ გზას, – ამის შესახებ კონგრესმენმა ბილ კიტინგმა განაცხადა -ის კონგრესში, საქართველოსა და მოლდოვაში მოახლოებულ არჩევნებთან დაკავშირებით გამართულ მოსმენაზე.
მისივე თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო „უცხოელი აგენტის“ შესახებ კანონი, რათა ებრძოლოს სამოქალაქო საზოგადოებას და გამოხატვის თავისუფლებას ქვეყანაში.
ბილ კიტინგის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლების ქმედება უპასუხოდ არ დარჩენილა და არც დარჩება.
„შავი ზღვა არის კრიტიკული მნიშვნელობის რეგიონი შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკისთვის და მოხარული ვარ, რომ დღეს ჩვენ სიღრმისეულად განვიხილავთ საქართველოსა და მოლდოვის მომავალ არჩევნებამდე, რომელიც ორივე ქვეყანაში შემოდგომაზე ჩატარდება. დარწმუნებული ვარ, ქართველი და მოლდოველი ხალხი განაგრძობენ თავიანთი აზრის დაფიქსირებას საარჩევნო ყუთებთან მიმდინარე წლის ბოლოს. სამწუხაროდ, ევროკავშირისა და ნატო-ს წევრობასთან დაკავშირებით კონსტიტუციური ვალდებულებების მიმართ საზოგადოების მხარდაჭერის მიუხედავად, მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ გადაუხვია ქვეყნის ევროატლანტიკურ გზას. „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო კრემლიდან შთაგონებული უცხოელი აგენტის კანონპროექტი, რათა ებრძოლოს სამოქალაქო საზოგადოებას და გამოხატვის თავისუფლებას ქვეყანაში.
დღეს მე მაქვს ორი გზავნილი საქართველოს ხელისუფლებისა და ქართველი ხალხისთვის. პირველ რიგში, საქართველოს ხელისუფლებისთვის – თქვენი ქმედება უპასუხოდ არ დარჩენილა და არც დარჩება. მაისში, სახელმწიფო დეპარტამენტმა დააწესა სავიზო შეზღუდვების საწყისი ტრანში თანამდებობის პირებზე და რაც მთავარია, ოჯახის წევრებზე. ვიდრე საქართველოს მთავრობა განაგრძობს დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის ხელყოფას, ეჭვი არ მეპარება, რომ ეს ადმინისტრაცია განაგრძობს სავიზო შეზღუდვების დაწესებას, ასევე ფინანსურ სანქციებს საჭიროებისამებრ.
გარდა ამისა, ვიდრე „ქართული ოცნება“ ჩინეთთან სავაჭრო შეთანხმებას და ვიზალიბერალიზაციის რეჟიმს ამტკიცებს, მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს, რომ პეკინი აქტიურად უჭერს მხარს ს აგრესიულ ომს ში, მაშინაც კი, როცა კრემლი განაგრძობს ქართველების ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაციას. მარტივად რომ ვთქვათ, „ქართული ოცნების“ მთავრობა გარიგებებს დებს საქართველოს ოკუპანტის მხარდამჭერებთან. ქართველ ხალხს ჯერ კიდევ არ ასვენებს არც ისე დიდი ხნის წინ მომხდარი რუსეთთან ომის მოგონებები“, – განაცხადა ბილ კიტინგმა.
კონგრესმენ ბილ კიტინგის განმარტებით, ქართველი ხალხის მიმართ მისი გზავნილია, რომ აშშ-ის კონგრესი განაგრძობს მხარდაჭერას ევროკავშირსა და ნატო-სთან დაკავშირებით მათ ძალისხმევაში.
„მეორე გზავნილი ქართველი ხალხისთვის – თქვენი ამბიციები ევროკავშირსა და ნატო-ში მომავლის შესახებ კარგად არის ცნობილი და ეს კონგრესი და ადმინისტრაცია განაგრძობს თქვენს მხარდაჭერას ამ ძალისხმევაში, როგორც ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში. ქართველი ხალხის აქტი, რომელიც მე შემოვიღე გასულ თვეში, „მეგობარი აქტი“ ასახავს ჩვენს გადაწყვეტილებას, მხარი დავუჭიროთ თქვენს დემოკრატიულ მომავალს, მაშინაც კი, როცა თქვენი მთავრობა არღვევს კონსტიტუციით ნაკისრ დაპირებებს“, – აღნიშნა ბილ კიტინგმა.
პირველი არხი