საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა პირველ ტაიმში ჩეხეთი 1:0 დაამარცხა – გოლი გიორგი მიქაუტაძემ გაიტანა

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს საფეხბურთო ნაკრები პირველ ტაიმში ჩეხეთს ანგარიშით 1:0 ამარცხებს. საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა, გიორგი მიქაუტაძემ გოლი პირველი ტაიმის 45-ე წუთზე 11-მეტრიანით გაიტანა და ტაბლოზე საქართველო – ჩეხეთს შორის ანგარიში 1:0 დაფიქსირდა.
შეხვედრა ჰამბურგში, „ვოლკსპარკშტადიონზე“ მიმდინარეობს.
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ისტორიაში პირველად თამაშობს.

ასევე დაგაინტერესებთ