საქართველოსთან “ცალმხრივი მეგობრობის” რეჟიმში მყოფ ქვეყანაში გახსნილია ორი დამატებითი ანტიქართული მართვის ცენტრი, საიდანაც ერთი – ქვეყანაში მყოფი ოპოზიციის მომხრე რუსეთის დესტრუქციულ მოქალაქეებთან კავშირზე ყოფნის მიზნით შეიქმნა

საქართველოსთან “ცალმხრივი მეგობრობის” რეჟიმში მყოფ ქვეყანაში გახსნილია ორი დამატებითი ანტიქართული მართვის ცენტრი, საიდანაც ერთი – ქვეყანაში მყოფი ოპოზიციის მომხრე ს დესტრუქციულ მოქალაქეებთან კავშირზე ყოფნის მიზნით შეიქმნა
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებას ეხმიანება, სადაც მ პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, უსაფრთხოების ზომების გამკაცრებაზე ისაუბრა.
სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში ქართველიშვილი წერს, რომ საქართველოსთან „ცალმხრივი მეგობრობის“ რეჟიმში მყოფ ქვეყანაში ორი ანტიქართული მართვის ცენტრი გაიხსნა და განმარტავს, რომ უცხო ქვეყანაში არსებული „ანტიქართული მართვის ცენტრებიდან“ ერთ-ერთი საქართველოში მყოფი ოპოზიციის მომხრე რუსეთის მოქალაქეებთან კავშირზე ყოფნის მიზნით შეიქმნა.
დავით ქართველიშვილის თქმით, გადაუმოწმებელი ინფორმაციით ამ შტაბს ილია პონომორიოვი ხელმძღვანელობს.
„რაღაცაში დარწმუნებული ვარ, რაღაც კი უბრალოდ ვიცი – ქვეყნის შესაბამისი სამსახურები ფხიზლად არიან და თავის საქმეს სამუშაო-პროფესიულ დონეზე უძღვებიან.
ასე მაგალითად, საქართველოსთან “ცალმხრივი მეგობრობის” რეჟიმში მყოფ ქვეყანაში გახსნილია ორი დამატებითი ანტიქართული მართვის ცენტრი. ერთ-ერთი მათგანი ქვეყანაში მყოფ ოპოზიციის მომხრე რუსეთის დესტრუქციულ მოქალაქეებთან კავშირზე ყოფნის მიზნით. გადაუმოწმებელი ინფორმაციით, ამ შტაბს რუსეთიდან გაქცეული და კიევში მცხოვრები ოპოზიციონერი ილია პონომარიოვი პირადად ხელმძღვანელობს. ამასთანავე უნდა აღინიშნოს, რომ მხოლოდ ზაფხულის პერიოდში, მიგრაციული კანონმდებლობის დარღვევის გამო, საქართველოდან გაძევებული იქნა 133 უცხო ქვეყნის მოქალაქე. იმედია ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება.“- წერს დავით ქართველიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

ვიღაცეები ოცნებობენ საქართველოში რევოლუციაზე, ქვეყნის არევაზე, მეორე ფრონტზე, მაგრამ არავის ასეთი გეგმების რეალიზების საშუალებას არ მისცემს ქართველი ხალხი, ქართული სახელმწიფო და საქართველოს ხელისუფლება

„ნაცმოძრაობას“ უნდა პროვოკაციების მოწყობა, საზოგადოებას მოვუწოდებ, იყვნენ ძალიან ფხიზლად, სახელმწიფო მიიღებს ყველა ზომას, რათა კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ პროვოკაციების მოწყობის საშუალება არ მივცეთ

დღეს, ქართულ არჩევნებში გარე ჩარევა არის განსაკუთრებულად ინტენსიური, თუმცა ვერც ადრე ახერხებდა ვერავინ ხალხის ნების სხვანაირად ფორმირებას და ვერც ახლა ექნება გარე ჩარევებს რაიმე სახის ეფექტი

27 სექტემბერი არის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღე საქართველოს უახლეს ისტორიაში, პატივს მივაგებთ გმირებს, რომლებსაც ჰქონდათ ოცნება ერთიან საქართველოზე და დარწმუნებული ვარ, ეს ოცნება აუცილებლად ახდება