საქართველოდან აზერბაიჯანში წვრილფეხა პირუტყვის იმპორტი აიკრძალა

ცხოველთა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის „ხმელეთის ცხოველთა ჯანმრთელობის კოდექსის“ შესაბამისად, საქართველოს ტერიტორიიდან აზერბაიჯანის რესპუბლიკაში წვრილფეხა ცხოველების იმპორტი, აგრეთვე აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიის ტრანზიტული ტრანსპორტირება დროებით შეიზღუდა. ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია წერს.
აკრძალვის მიზეზი წვრილფეხა პირუტყვის დაავადება, ჭირი გახდა. ABC.AZ-ის ცნობით, აზერბაიჯანის სურსათის უვნებლობის სააგენტომ ქვემო ქართლში – აღსტაფას, ღაზახის, ტოვუზის, ბალაქენის, გახის, ზაგათალას, სამუხის რაიონებში, შინაური და გარეული ცხოველების ეპიზოოტოლოგიური მონიტორინგი ჩაატარა და ჭირის მქონე წვრილფეხა პირუტყვის აღრიცხვა განახორციელა.
როგორც აზერბაიჯანული მედია წერს, მიმდინარე წლის 13 მარტიდან 29 მარტამდე, საზღვრისპირა რეგიონებში, ჩატარებული მონიტორინგის დროს, შემთხვევითი შერჩევის მეთოდით კლასიფიცირებული, 195 ინდივიდუალურ ან ფერმერულ შინამეურნეობაში მდებარე 65 დასახლებაში, 6-12 თვის ასაკის წვრილფეხა პირუტყვის 845 სადიაგნოსტიკო ნიმუში იქნა მიღებული.

ასევე დაგაინტერესებთ

ტურიზმის მსოფლიო დღის თემატიკაა ტურიზმი და მშვიდობა, სამშვიდობო პოლიტიკა ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტია, რაც აფხაზებსა და ოსებთან შერიგების, ქვეყნის გაერთიანების უალტერნატივო პირობაა – ირაკლი კობახიძე