საფრანგეთში „დააპატიმრეს“ ვილა, რომელიც სავარაუდოდ, რუსული „გაზპრომის“ საკუთრებაა

საფრანგეთის სასამართლომ „დააპატიმრა“ ლაჟვარდოვან სანაპიროზე, კურორტ როკებრიუნ-კაპ-მარტენზე მდებარე ვილა, რომელიც სავარაუდოდ, რუსული „გაზპრომის“ საკუთრებაა. სასამართლომ ვილაზე საკუთრების უფლება გაყინა პარიზის პროკურატურის მიმართვის საფუძველზე.
გამოცემა „მონდის“ ინფორმაციით, ვილა „მარია ირინა“ ოფიციალურად ეკუთვნის წარმოშობით სომეხ ოლიგარქს, სამველ კარაპეტიანს, რომელიც რუსეთში საქმიანობს. პარიზის პროკურატურა მიიჩნევს, რომ რეალური მფლობელი ს ნავთობის და გაზის კომპანია „გაზპრომის“ შვილობილი ფირმა „გაზპრომ ნეფტია“. 120 მილიონი ევროს ღირებულების ვილა განთავსებულია სამ ჰექტარ ტერიტორიაზე, სადაც სამი აუზი და ვერტმფრენის მოედანიცაა.
სააგენტო „ფრანს პრესის“ ცნობით, პარიზის პროკურატურის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის განყოფილების გამოძიებით, ვილა ფიგურირებს დამამძიმებელ გარემოებებში ფულის გათეთრების საქმეში. დანაშაული ჩადენილია პარიზსა და როკებრიუნ-კაპ-მარტენში და ასევე, კვიპროსსა და რუსეთში.
„გაზპრომის“ შვილობილმა „გაზპრომ ნეფტმა“ სამველ კარაპეტიანს ვილა 2016 წელს მიჰყიდა, თუმცა, გამოძიებისას გაირკვა, რომ რეალურად ეს ქონება კომპანიის კონტროლიდან არასდროს გასულა.
გამოძიების მასალებით, კარაპეტიანმა ვილის მფლობელი კომპანიის, Maritime Villa Holding SNC აქციები შეიძინა 115 მილიონი ევროს კრედიტით, რომელიც კომპანია „გაზპრომის“ საკუთრებაში არსებული „გაზპრომბანკისგან“ აიღო და გარანტიად ვილა ჩადო.
კარაპეტიანი უძრავი ქონების, მშენებლობის, ენერგეტიკის და ფინანსების სფეროში მომუშავე კომპანიების ჯგუფის, „ტაშირის“ პრეზიდენტია. „ფორბსის“ მონაცემებით, კარაპეტიანის ქონება 2,7 მილიარდი დოლარია. როგორც გამოცემა „მონდი“ წერს, კარაპეტიანის ბიზნესის წარმატება დიდწილად განაპირობა „გაზპრომისგან“ მიღებულმა კონტრაქტებმა.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით კირკიტაძე – სააკაშვილმა თქვა, რომ ქართველების ერთ-ერთი მთავარი ღირსებაა მიმტევებლობა და საშუალების მიცემა ადამიანებისთვის, რომ ემსახურონ თავიანთ ქვეყანას, ამ პრინციპით არის შედგენილი სია

Edison Research – დღეს რომ არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა 32% ხმას „ქართულ ოცნებას“ მისცემდა, 20% -„ერთიანობა- ნაციონალურ მოძრაობას“, 11,9%-11,9% – კოალიციას „ცვლილებებისთვის“ და გახარიას პარტიას, 9,9% – „ძლიერ საქართველოს“