საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი – ველით, რომ ჩინეთი ძალიან მკაფიო გზავნილებს გაუგზავნის რუსეთს ომთან დაკავშირებით

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სტეფან სეჟურნეს განცხადებით, პარიზი მოელის, რომ პეკინი მოსკოვს სთან ომის საკითხზე მკაფიო გზავნილს გაუგზავნის.
„დარწმუნებულები ვართ, რომ არ იქნება გრძელვადიანი მშვიდობა, თუ მასზე მოლაპარაკება უკრაინელებთან არ მოხდება. ევროპელებისთვის უსაფრთხოება არ იქნება, თუ არ იქნება მშვიდობა საერთაშორისო სამართლის შესაბამისად. ეს ჩვენთვის არსებითი საკითხია, რის გამოც საფრანგეთი გადაწყვეტილი აქვს, ჩინეთთან მჭიდრო დიალოგი შეინარჩუნოს“, – აღნიშნა სტეფან სეჟურნემ.
მისი თქმით, ჩინეთი “საკვანძო როლს” თამაშობს საერთაშორისო სამართლის პატივისცემის უზრუნველყოფაში.
„პეკინი საკვანძო როლს თამაშობს საერთაშორისო სამართლის პატივისცემაში, მათ შორის უკრაინის სუვერენიტეტის შესახებ და ამიტომ ჩვენ აშკარად ველით, რომ ჩინეთი ძალიან მკაფიო გზავნილებს გაუგზავნის რუსეთს”, – აღნიშნა საფრანგეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

ასევე დაგაინტერესებთ