საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ უკრაინის მიმართ მთავრობის სტრატეგია დაამტკიცა

საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ უკრაინის მიმართ მთავრობის სტრატეგია დაამტკიცა, რომელიც ორ ქვეყანას შორის გაფორმებულ უსაფრთხოების ორმხრივ შეთანხმებასაც მოიცავს.
Le monde-ის ცნობით, საკითხი სენატში დღეს უნდა განიხილონ, ხვალ კი, საფრანგეთის პრეზიდენტი უკრაინის ომის შესახებ სიტყვით გამოვა.
კენჭისყრამდე, საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა გაბრიელ ატალმა განაცხადა, რომ კონფლიქტში გარდამტეხი მომენტია და რომ ს გამარჯვება ფრანგი ხალხის ყოველდღიური ცხოვრებისთვის რეალურ საფრთხეს წარმოადგენს. მისი თქმით, ხმის მიცემისგან თავის შეკავება ისტორიის წინაშე პასუხისმგებლობისგან გაქცევას ნიშნავს. გაბრიელ ატალმა სიტყვა დაასრულა წინადადებით : „დიდება ს!“

ასევე დაგაინტერესებთ