სასტუმროების ფასების ინდექსი გაიზარდა

საქართველოში 3, 4 და 5-ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების ინდექსი მიმდინარე წლის ივნისში, წინა თვესთან შედარებით, 16%-ით გაიზარდა, – ამის შესახებ აღნიშნულია PMCG-ის კვლევაში, რომლის მიხედვით, ივნისში 5-ვარსკვლავიან სასტუმროების საშუალო ფასმა 518 ლარი შეადგინა. მაგალითისთვის, გურიაში მსგავსი ტიპის სასტუმროების 2-ადგილიან ნომრებში განთავსება საშუალოდ 757 ლარი ღირდა, კახეთში 641 ლარი, თბილისში 597 ლარი, აჭარაში კი 524 ლარი.
რაც შეეხება 3-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასს, ივნისში 183 ლარი შეადგინა, 4-ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასმა – 275 ლარი, საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასი კი 126 ლარი იყო.
3-4-5 ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასი თვიურად ყველაზე მეტად, 48.1%-ით გაიზარდა გურიაში, გურიას მოსდევს აჭარა ფასების 42%-ით ზრდით, სამეგრელო-ზემო სვანეთი 13.5%-იანი, ხოლო სამცხე-ჯავახეთი 13%-იანი გაძვირებით.
7.7%-ით არის მაისთან შედარებით ივნისში ფასები გაზრდილი თბილისში, 6.7%-ით კახეთში, 11.8%-ით შიდა ქართლში, 1.2%-ით იმერეთში, 0.9%-ით მცხეთა-მთიანეთში.

ასევე დაგაინტერესებთ