საპარლამენტო უმრავლესობის მსვლელობა პარლამენტიდან დაიწყო

ფოტო – ტვ პირველი
საპარლამენტო უმრავლესობის მსვლელობა პარლამენტიდან დაიწყო. “ქართული ოცნებისა” და “ხალხის ძალის” დეპუტატები თავისუფლების მოედნისკენ მსვლელობით მიდიან.
სახალხო ზეიმი თავისუფლების მოედანზე 5 საათზე დაიწყება და იქნება სიტყვით მიმართვებიც. თუმა უკვე ცნობილია, რომ გამომსვლელთა შორის არ იქნება პრეზიდენტი .
სალომე ზურაბიშვილმა გუშინ საგანგებო ბრიფინგზე მზაობა გამოხატა, რომ პრემიერის თანხმობის შემთხვევაში, ის შეკრებილ მოქალაქეებს სიტყვით მიმართავდა, თუმცა დღეს “ქართული ოცნების” დეპუტატები ამბობენ, რომ პრეზიდენტის ადგილი იქ არ არის.