სანტიაგო ბერნაბეუზე შემაწუხებლად ხმამაღალი კონცერტების გამართვა დაჯარიმდება

მადრიდში, საფეხბურთო კლუბ “რეალის” სტადიონ სანტიაგო ბერნაბეუზე მეტად ხმაურიანი შოუების გამართვის შემთხვევსში მერია კონცერტების ორგანიზატორებს დააჯარიმებს.
ჯარიმის ოდენობამ შესაძლოა, 300 ათას ევროს მიაღწიოს.
სტადიონი 5-წლიანი რეკონსტრუქციის შემდეგ ახლახან გაიხსნა. ის გადაიხურა, ასევე, სტადიონზე დამონტაჟდა სისტემა, რომელიც მოედნიდან გაზონის დროებით აღების საშუალებას იძლევა. ინოვაციების შედეგად კომპლექსის საკონცერტოდ გამოყენება შესაძლებელი გახდა.
ამერიკელი პოპვარსკვლავი, ტეილორ სვიფტი ერთ-ერთი პირველი იყო, რომლის კონცერტიც განახლებულ სტადიონზე გაიმართა. მეტად ხმამაღალმა შოუმ ადგილობრივ მოსახლეობაში უკმაყოფილების ტალღა გამოიწვია. მათი თქმით, ქუჩებში მუსიკა, თითქმის, ისევე ხმამაღლა ისმოდა, როგორც სტადიონის შიგნით.
ხმაურის იზოლაციის პრობლემა მადრიდის “რეალშიც” მოსაგვარებელია, რა მიზნითაც ერთ-ერთ სავარაუდო ზომად შესაძლოა, სპეციალური აკუსტიკური პანელების დაყენება იქცეს.
ცნობისთვის: შვედი მეცნიერების დასკვნით, სუსტი სატრანსპორტო ხმაურიც კი, რომელიც მხოლოდ 40 დეციბელს შეადგენს და რაც ჩვეულებრივი საოფისე ხმაურის დონეა, ადამიანების მუშაობაზე უარყოფითად მოქმედებს.
წყარო: “ბიზნესპრესნიუსი”

ასევე დაგაინტერესებთ