სამხრეთ ჩინეთის ზღვაში ჩინეთი და რუსეთი ერთობლივ სამხედრო წვრთნებს ატარებენ

რუსეთისა და ჩინეთის საზღვაო ძალებმა, დღეს, 14 ივლისს, სამხრეთ ჩინეთის ზღვაში, გუანდონგის პროვინციის მახლობლად, ერთობლივი წვრთნები სახელწოდებით “საზღვაო ურთიერთქმედება – 2024” დაიწყეს. ამის შესახებ ინფორმაციას ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
წვრთნები დაყოფილია სამ ეტაპად, მათ შორის ძალების კონცენტრაცია, ნავსადგურში დაგეგმვა და ტაქტიკურ კოორდინაციის რუკაზე ვარჯიში, ასევე, 15-17 ივლისს პრაქტიკული საზღვაო წვრთნა პროვინციის მიმდებარე სამხრეთ ჩინეთის ზღვის ტერიტორიაზე.
სწავლების პირველ ეტაპზე, დეპარტამენტის სხვა განცხადების თანახმად, ჩინურმა სამხედრო ხომალდებმა და ორმა რუსულმა კორვეტმა მეოთხე ერთობლივი საზღვაო პატრულირება განახორციელეს წყნარი ოკეანის დასავლეთ და ჩრდილოეთ ნაწილში.
“ეს პატრულირება არ არის მიმართული მესამე მხარის წინააღმდეგ და არანაირი კავშირი არ აქვს არსებულ საერთაშორისო და რეგიონულ ვითარებასთან,” – განაცხადეს თავდაცვის სამინისტროში.

ასევე დაგაინტერესებთ