სამცხე-ჯავახეთის გზის რეაბილიტაციამ 13.4%-ით გაზარდა საწარმოების რაოდენობა – 2024-2030 წლების სტრატეგია

მყარი მტკიცებულება არსებობს, რომ სამცხე-ჯავახეთის გზის რეაბილიტაციამ 13.4%-ით გაზარდა საწარმოების რაოდენობა, – ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო მიერ მომზადებულ საქართველოს მაღალმთიანი დასახლებების განვითარების 2024-2030 წლების სტრატეგიაშია საუბარი.
დოკუმენტის მიხედვით, ავტომობილების რაოდენობა ინტერვენციის გზებზე საშუალოდ დღეში 44.2 ერთეულით გაიზარდა (4.2%), გზებზე საშუალო სიჩქარე 13.6 კმ/სთ-ით გაიზარდა (24.4%), შესადარებელ გზებთან შედარებით. მყარი მტკიცებულება არსებობს, რომ სამცხე-ჯავახეთის გზის რეაბილიტაციამ 13.4%-ით გაზარდა საწარმოების რაოდენობა (მაგ. საკონსერვო წარმოება, ქარხნები, სასოფლო-სამეურნეო გადამმუშავებელი და მსგავსი საწარმოები) პროექტის გზების ახლოს მდებარე დასახლებებში. შინამეურნეობებში დასაქმების მაჩვენებელი დაახლოებით 3.75%-ით გაიზარდა პროექტის ტერიტორიებზე.
2024-2030 წლების სტრატეგიაში ასევე ნათქვამია, რომ ადგილობრივ ფასებზე გავლენა უფრო კომპლექსური იყო. ამასთან, შემოსავლის, მოხმარების, ქონების საკუთრებაში ფლობის ან ჯანდაცვის და საგანმანათლებლო სერვისების გამოყენების მხრივ ცვლილება არ გამოვლენილა, რადგან საგზაო რეაბილიტაციის გავლენა შინამეურნეობის კეთილდღეობის დონეზე დგება შედარებით გრძელვადიან (5 წლის შემდეგ) პერსპექტივაში, – ნათქვამია საქართველოს მაღალმთიანი დასახლებების განვითარების 2024-2030 წლების სტრატეგიაში.

ასევე დაგაინტერესებთ