სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები იტალიის ელჩთან და მის მოადგილესთან მიხეილ სააკაშვილის საკითხზე შეხვედრას გამართავენ

საქართველოში იტალიის რესპუბლიკის საელჩოში იტალიის ელჩთან მაქსიმილიანო დ’ანტუონოსთან და მის მოადგილესთან ფაბიოლა ალბანესესთან საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ს საკითხზე შეხვედრას გამართავენ.
შეხვედრა დღესაა დაგეგმილი და მასში მონაწილეობას მიიღებენ „საზოგადოებრივი ინიციატივების ასოციაციის“ წარმომადგენელი აკაკი ხუსკივაძე და მსახიობი კახა გოგიძე. მათი განცხადებით, საუბრის მთავარი თემა ის იქნება, რომ საელჩოებმა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების საკითხში საკუთარი ბერკეტები უნდა გააძლიერონ.
„საელჩოებში მიგვაქვს ანგარიში ჩვენ მიერ ჩატარებული ღონისძიებების შესახებ. ასევე მივმართავთ წერილობით, თხოვნით, რომ გააძლიერონ დიპლომატიური ბერკეტები „ქართულ ოცნებაზე“, ასევე სალომე ზურაბიშვილზეც, რათა მიხეილ სააკაშვილი გათავისუფლდეს. უკვე 17 საელჩოში ვართ ნამყოფი, იტალიის რესპუბლიკის საელჩო არის მე-18. მომდევნო ერთი თვის განმავლობაში კიდევ დაგეგმილია 11 საელჩოში შეხვედრა“,- განაცხადა აკაკი ხუსკივაძემ.
მისივე თქმით, საარჩევნო წელს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ დეპოლარიზაცია მოხდეს და თანასწორობის პრინციპი იყოს გათვალისწინებული.
„ბოლო თვე ნახევრის განმავლობაში საკმაოდ აქტიური შეხვედრები გვქონდა. 24 იანვარს საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენელი შევიკრიბეთ – არასამთავრობო ორგანიზაციები, სხვადასხვა ცნობადი პირი და ვთქვით, რომ წელს საარჩევნო წელია და ძალიან მნიშვნელოვანია, მოხდეს დეპოლარიზაცია და გათვალისწინებული იყოს თანასწორობის პრინციპი. ვინაიდან, მიხეილ სააკაშვილი დასავლური ვექტორის საკმაოდ ძლიერი წარმომადგენელია, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ლიდერი, ის არ უნდა იმყოფებოდეს ციხეში იმ აბსურდული ბრალდებებით, ცრემლიც წაყენებული აქვს. ასევე, მოვამზადეთ ხელმოწერები, რომელსაც ბევრი ცნობილი ადამიანიც შეუერთდა. მივმართეთ უკრაინის რადას დეპუტატებს, უკრაინის ომბუდსმენს და პრეზიდენტს, ვლადიმერ ზელენსკის. ამ მიმართვაში ვამბობთ, რომ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა და აუცილებელია, მისი უფლებების დაცვა მოხდეს“,- განაცხადა აკაკი ხუსკივაძემ.
მსახიობ კახა გოგიძის განცხადებით კი, სააკაშვილი პუტინის პირადი პატიმარია და უნდა გათავისუფლდეს.
„საელჩოში სასაუბრო თემა ძირითადად ისაა, რომ ს პატიმრის გათავისუფლებას ვითხოვთ როგორც საელჩოებისგან და ასევე იქ, სადაც ხმა მიგვიწვდება. არასდროს დავიღლები იმის აღნიშვნით, რომ მესამე პრეზიდენტი სააკაშვილი რუსეთის, კონკრეტულად კი პუტინის პატიმარია და მისი დაკვეთით ხდება ეს ყველაფერი. პუტინი და რუსეთი ჩვენი ქვეყნის მტერია, ამიტომ ნებისმიერ პლატფორმაზე შევეწინააღმდეგები რუსეთს და მოვითხოვ მისი პატიმრის გათავისუფლებას“,- განაცხადა კახა გოგიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ