სამომავლოდ მხარს დავუჭერთ 2 ქვეყნის ტურისტულ სააგენტოებს, რომ წარადგინონ 2 ქვეყნის ტურისტებისთვის მოსაწონი პროდუქტები – ჩინეთის ელჩი

ჩინელი ტურისტების რაოდენობა 159%-ით გაიზარდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და გაიზარდა ჩინეთში ჩასული ქართველი ტურისტების რაოდენობაც, – ამის შესახებ საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩმა, ჭოი ციენმა განაცხადა.
მისი თქმით, მიმდინარე წლის პირველ ნახევარში საქართველოში 33 000-მდე ჩინელი ტურისტი ჩამოვიდა.
„ჩინელი ტურისტების რაოდენობა 159%-ით გაიზარდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და გაიზარდა ჩინეთში ჩასული ქართველი ტურისტების რაოდენობაც. უვიზო რეჟიმი ხალხებს შორის მიმოსვლის ხელშეწყობისთვის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მეთოდია. სამომავლოდ, ჩვენ მივესალმებით და მხარს დავუჭერთ ორი ქვეყნის ტურისტულ სააგენტოებს, გააძლიერონ კავშირები, წარადგინონ 2 ქვეყნის ტურისტებისთვის მოსაწონი უფრო მეტი ტურისტული პროდუქტი, მარშრუტი და უფრო მნიშვნელოვანი გახადონ ტურისტული გამოცდილება. ჩვენ ასევე მხარს დავუჭერთ ორი ქვეყნის საწარმოებს თანამშრომლობის გაძლიერებაში. აქტიურად გავუწევთ ორგანიზებას, რომ ქართულმა კომპანიებმა მონაწილეობა მიიღონ ჩინეთში მნიშვნელოვან გამოფენებში, როგორებიცაა ევრაზიის ექსპო, საერთაშორისო იმპორტის ექსპო, იმპორტისა და ექსპორტის გამოფენა და სხვა. ხელს შევუწყობთ ორ მხარეს თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობების აღმოჩენაში, ორმხრივი სავაჭრო სტრუქტურის განვითარებასა და ხალხის უკეთესი ცხოვრების ხარისხის დაკმაყოფილებაში“, – განაცხადა ჩინეთის ელჩმა.

ასევე დაგაინტერესებთ