სამი ადამიანი დაიღუპა უკრაინის ქალაქ კრივოი როგზე თავდასხმისას

უკრაინის დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ კრივოი როგში ს თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, 30-ზე მეტი კი საავადმყოფოებში გადაიყვანეს, – იტყობინება რეგიონის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, სერჰი ლისაკი.
მოგვიანებით ლისაკმა ტელეგრამის არხის გაავრცელა ინფორმაცია, რომ თავდასხმის შედეგად 10 ბავშვი და 38 ზრდასრული დაშავდა. ქალაქში ორ ცხრა და ხუთსართულიან საცხოვრებელ შენობას ცეცხლი გაუჩნდა.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმერ ზელენსკიმ მომხდართან დაკავშირებით წერს, რომ კრივოი როგში სარაკეტო თავდასხმის შემდეგ სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს და ნანგრევების ქვეშ ადამიანებს ეძებენ.„განადგურება ცხრასართულიან საცხოვრებელ კორპუსში“, დაწერა ზელენსკიმ. მან სამძიმარი გამოუცხადა დაღუპულთა ოჯახებს და მეგობრებს.
რუსული მხარე თავდასხმაზე კომენტარს არ აკეთებს. რუსეთის ომის განმავლობაში მოსკოვი უარყოფს უკრაინაში სამოქალაქო ობიექტებზე განზრახ თავდასხმებს.
დაწერეთ კომენტარი

ასევე დაგაინტერესებთ