სალომე სამადაშვილი – თუ ვინმეს ეჭვი ეპარებოდა, რომ სრულიად გაკოტრებულია მმართველი ძალა, საარჩევნო სიას უნდა ჩამოუყვეს

თუ ვინმეს ეჭვი ეპარებოდა, რომ სრულიად გაკოტრებულია მმართველი ძალა, ამ სიას უნდა ჩამოუყვეს სახელებით და ნახოს, რომ ეს არის პოლიტიკური ძალა, რომელსაც საერთოდ არანაირი პოლიტიკური რესურსი აღარ აქვს არც სიახლის და არც განახლების, არც საზოგადოებისთვის რამის შეთავაზების , – ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა, რითაც „ქართული ოცნების“ მიერ საპარლამენტო სიის ნაწილის წარდგენას ეხმაურება.
როგორც სალომე სამადაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ განაცხადა, „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში არიან ხალხი, რომელთაც დასავლეთში არც ხელს ართმევს არავინ და არც ესალმება.
„ვნახეთ უკვე ბინძური ბიოგრაფიის პარლამენტარები, რომლებმაც ყველაფერზე ხელი მოაწერეს, ხელი მოაწერეს რუსულ კანონზე. ხალხი, რომელსაც დასავლეთში ხელს არ ართმევს არავინ და გამარჯობას აღარ ეუბნება. ვნახეთ ზოგი წერა-კითხვის უვიცი ყოფილი თუ ამჟამინდელი პარლამენტის წევრი, იმიტომ, რომ ხალხის ძალას ცალკე ვერ უშვებენ. მათი რესურსიც სჭირდებათ. ვგულისხმობ წერა-კითხვის უცოდინარი „ხალხის ძალის“ წარმომადგენლებს. ასევე, ბიზნესმენები შეიყვანეს, ვინც არიან მათი კარის წარმომადგენლები და კუდებით გადაბმულები მათთან კორუფციული ინტერესებით.
სპორტსმენებს რაც შეეხება, შემიძლია მხოლოდ მწუხარება გამოვხატო, რომ მათ გადაწყვიტეს, ასეთი მძიმე არჩევანი გაეკეთებინათ და პუტინისტური პოლიტიკური ძალის სიაში შესულიყვნენ, როდესაც ხალხის ასეთი სიყვარული ჰქონდათ. ვფიქრობ, ისინი მიხვდებიან, რომ ეს იყო მათი მხრიდან მძიმე შეცდომა. ამას აჩვენებს რეალობა.
რაც შეეხება იმას, რომ ივანიშვილი თავად არის სიის პირველი ნომერი და მეორე ნომერი არის , რომელიც ბოლოს ხალხის წინაშე რომ წარსდგა, ნამდვილ ხალხს ვგულისხმობ და არა „ქართული ოცნების“ პარტაქტივს, სტვენით გააგდეს სცენიდან და მოუწია, რომ მიკროფონი მიეჩეჩებინა სთვის. თვითონ ვერ გააგრძელა საუბარი, ამდენად ეზიზღება ის ხალხს. ივანიშვილს რაც შეეხება, ეს ხომ სიმპტომია. პრობლემა აქვთ ორმაგი, ისინი თვლიან, რომ ივანიშვილი უნდა შეიყვანონ სიაში და მეორე ის არის თავად აბსოლუტურად გაკოტრებული პიროვნება“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ