საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის ვასილ როინიშვილის ცოლი, რუსეთის ვაჭრობისა და მრეწველობის სამინისტროში მუშაობს

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის, ვასილ როინიშვილის ცოლი – დიანა ცინდელიანი ს ვაჭრობისა და მრეწველობის სამინისტროში მუშაობს. მოსამართლის მიერ 2024 წელს შევსებულ დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ დიანა ცინდელიანმა, რომელიც რუსეთის სამინისტროში იურიდიული დეპარტამენტში, კანონპროექტებზე მუშაობის განყოფილების უფროსის მოადგილეა – 2023 წლის პირველი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით – 1130,41 რუბლის შემოსავალი მიიღო.
დეკლარაციის მიხედვით, ვასილ როინიშვილი ფლობს 146 000 და 122 260 ლარის ღირებულების ბინებს თბილისში, მიწის ნაკვეთს და 2 ავტოფარეხს, დინა ცინდელიანი – 142 290 ლარის ღირებულების ბინას.

ასევე დაგაინტერესებთ