„სავარაუდოდ, ვიღაც დადის, ვინც ძალიან ჰგავს. იმდენად, რომ მეც კი ამერია“ – თბილისში დაკარგული გიორგი გახელაძის მეუღლე ირმა მალაციძე

„ჟურნალისტებს ვთხოვ, ინფორმაცია გიორგის პოვნასთან დაკავშირებით არ გაავრცელონ“, – ამის შესახებ პოსტს სოციალურ ქსელში თბილისში დაკარგული გიორგი გახელაძის მეუღლე ირმა მალაციძე ავრცელებს.
მისი განცხადებით, წერეთელზე არსებულ კამერებში ერთი პიროვნება ძალიან მიამსგავსა გიორგის, თუმცა ის გიორგი გახელაძე არ არის.
„ეს პიროვნება ძალიან ჰგავს, მაგრამ ის არ არის. დღეს წერეთლიდან რამდენიმე ზარი იყო, რომ დაინახეს. სავარაუდოდ, ვიღაც დადის, ვინც ძალიან ჰგავს. იმდენად, რომ მეც კი ამერია“, – წერს ირმა მალაციძე.

ასევე დაგაინტერესებთ