რუსული„სარმატის“ წარუმატებელი გამოცდა: სუპერ-რაკეტა სასტარტო მოედანზე აფეთქდა და გამშვები სისტემა გაანადგურა

ეს არის ამბავი ს ეპოქის ს კიდევ ერთი წარუმატებლობის შესახებ. ის რუსულ სუპერ-რაკეტა „ერეს-28 სარმატს“ (RS-28 Sarmat) შეეხება, რომელსაც, კრემლის მტკიცებით, რეკორდულად მოკლე დროში პლანეტაზე ნებისმიერი სამიზნის განადგურება შეუძლია და მისი შეჩერება რეალურად შეუძლებელია.
საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტა, მეტსახელად „სატანა II“, რომელიც მოსკოვის სამხედრო უპირატესობის განსახიერებას წარმოადგენდა, ჯერ კიდევ გაშვებამდე აფეთქდა, სასტარტო მოედანი გაანადგურა და ფართომასშტაბიანი ნგრევა გამოიწვია პლესეცკის ბაზაზე, სადაც მისი ეს „ფუჭი“ გამოცდა ჩატარდა.
მას 16-მდე თერმობირთვული ქობინის ტარება და 18 000 კილომეტრის დაფარვა შეუძლია, რაც დასავლეთის სამხედრო ძალებისთვის ყველაზე დიდ საფრთხეს უნდა წარმოადგენდეს. უკრაინის ომის დაწყებისას, რუსულმა მედიამ განაცხადა, რომ „ერეს-28 სარმატს“ შეუძლია, 5 წუთზე ნაკლებ დროში გაანადგუროს ევროპის დედაქალაქები: პარიზი, ლონდონი, ბერლინი და ბრიუსელი. ეს საშინელი სცენარი სწრაფად გავრცელდა მთელ მსოფლიოში, თუმცა გაურკვევლობა და კითხვის ნიშნები მაინც არსებობდა.
თუმცა, ტესტირების წარუმატებლობა სერიოზულ ეჭვებს ბადებს ამ იარაღის სანდოობასთან დაკავშირებით, რომელსაც, მოსკოვის განცხადებით, ნატო-ს თავდაცვის სისტემების დაძლევა შეუძლია. ვლადიმერ პუტინის გამოსვლების მიუხედავად, უკვე წელიწადზე მეტია, სუპერ-რაკეტის საფუძვლიანი გამოცდა არ ჩატარებულა.
ამდენად, ეს რაკეტა, რომელიც აპოკალიფსურ საფრთხედ არის ჩაფიქრებული, ახლა რუსეთის ტექნოლოგიურ გაურკვევლობას უფრო განსახიერებას. შესაბამისად, ამ დროისთვის „სარმატი“ კვლავ საგანგაშო, მაგრამ გაურკვეველ საფრთხედ რჩება.
წყარო: 1tv.ge