რუსეთში საერთაშორისო ორგანიზაციის ვებგვერდი „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ დაიბლოკა

რუსეთში საერთაშორისო ორგანიზაციის ვევ-გვერდი „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ დაბლოკილია. ამის შესახებ ინფორმაცია პროექტმა „როსკომსვობოდამ“ გაავრცელა, რომელიც რუსეთში ინტერნეტის ცენზურის ფაქტებს ადევნებს თვალყურს.
დაბლოკვის მიზეზები მითითებული არ არის. თუმცა აცხადებენ, რომ ეს „სახელმწიფო ორგანოს“ მოთხოვნით ხდება. როგორც წესი, საიტების ასეთი დაბლოკვის ინიციატორი ს გენერალური პროკურატურაა.
„რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომლის მიზანი მთელს მსოფლიოში სიტყვისა და ჟურნალისტების უფლებების დაცვაა. სხვა საქმიანობასთან ერთად, ის რამდენიმე წელიწადში ერთხელ აქვეყნებს „პრესის თავისუფლების მტრების“ რეიტინგს – რომელშიც შედის ის პოლიტიკოსები, რომლებიც, ორგანიზაციის აზრით, თავ-თავიანთ ქვეყნებში დამოუკიდებელ მედიას ავიწროებენ.
უკანასკნელ წლებში რუსეთიდან ამ რეიტინგში შედიან ქვეყნის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი.
გარდა ამისა, „როსკომსვობოდას“ თანახმად, დაიბლოკა უკრაინელი ბიზნესმენის, ვიქტორ პინჩუკის ფონდის ვებსაიტი – ასევე „სახელმწიფო ორგანოს“ მითითებით, რომლის შესახებ სრული ინფორმაცია არ არის დასახელებული. ასევე დაბლოკილია პროექტი „OSINT-пчёлы“ (ის დახმარებას სწევს ღია წყაროების საშუალებით რუსეთის იმ სამხედროების დადგენაში, რომლებიც ში იბრძვიან); მორიგი დომენი პროექტისა „ხოჩუ ჟიტ“ (მინდა ვიცოცხლო), რომელიც განკუთვნილია უკრაინის შეიარაღებული ძალების ტყვედ ჩაბარების მოსურნე რუსი ჯარისკაცებისთვის; და ვებგვერდი რუსეთის მოქალაქეებისადმი მიმართვით პოლონური საიტისა Legion Polski.
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ რუსეთში დაიბლოკა ასიათასობით საინტერნეტო რესურსი, მათ შორის მსხვილი სოცქსელები და მრავალი დამოუკიდებელი მედიასაშუალების საიტები.

ასევე დაგაინტერესებთ