რუსეთში დაკავებული ამერიკელი სამხედრო თავს უდანაშაულოდ აცხადებს

ამერიკელმა ჯარისკაცმა, გორდონ ბლექმა, ორშაბათს, 17 ივნისს, ს სასამართლოში თავი უდანაშაულოდ ცნო თავისი შეყვარებულის მოკვლით მუქარის ბრალდებაში. მაგრამ აღიარა, რომ ის “ნაწილობრივ” დამნაშავეა მის გაქურდვაში, იტყობინება რუსული სახელმწიფო მედია.
ბლექი, გასულ თვეს დააკავეს ქალაქ ვლადივოსტოკში. ის ერთ-ერთია იმ ათეულ ამერიკელს შორის, რომლებიც ამჟამად რუსეთში არიან დაკავებულები, იმ დროს, როდესაც მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის, უკრაინის ომის გამო მწვავე დაძაბულობაა.
ახალი ამბების სააგენტო RIA-ს ცნობით, ჯარისკაცმა, თარჯიმნის მეშვეობით საუბრისას, “ნაწილობრივ” აღიარა დანაშაული თავისი შეყვარებულის, ალექსანდრა ვაშჩუკის ჩანთიდან 10,000 რუბლის (113 დოლარი) მოპარვასთან დაკავშირებით. მაგრამ თქვა, რომ ამის “განზრახვა არ ჰქონია”.
თუმცა, ბლექი უარყოფს მეორე ბრალდებას, რომ მან ვაშჩუკს ჩხუბის დროს კისერში მოჰკიდა ხელი, რამაც მასში სიცოცხლის მოსპობის შიში გამოიწვია.
RIA-ს თქმით, ვაშჩუკმა დაადასტურა, რომ ბლექს ესაჭიროება ფსიქიატრიული დახმარება და არა მძიმე სასჯელი. ქალი ასევე ამბობს, რომ მას არ სურს ამერიკელ სამხედროსთან შერიგება, რადგან კომპენსაცია არ მიუღია.
კიდევ ერთი რუსული სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო, TASS-ი ციტირებს ვაშჩუკს, რომელიც ამბობს, რომ ბლეკი მის მიმართ არაერთხელ იყო აგრესიული.
წყვილი ერთმანეთს სამხრეთ კორეაში შეხვდა, სადაც ბლექი სამხედრო მისიით იმყოფებოდა. პენტაგონმა განაცხადა, რომ მან დაარღვია არმიის წესები, რუსეთში ნებართვის გარეშე, ჩინეთის გავლით, ჩასვლისას.
ბლექს ტეხასში ცოლ-შვილი ჰყავს. მისმა მეუღლემ მეგანმა სააგენტო “როიტერს” უთხრა, რომ მას და ვაშჩუკს მშფოთვარე ურთიერთობა ჰქონდათ. ბლექის დედამ, მელოდი ჯონსმა კი თქვა, რომ მისი შვილი თავის შეყვარებულს რუსეთში გაჰყვა, მიუხედავად იმისა, რომ ისინი „კატა-ძაღლვით ჩხუბობდნენ“.
ქურდობის ბრალდებასთან დაკავშირებით TASS ციტირებს ბლექის გამოსვლას სასამართლოში, სადაც ის ამბობს, რომ მან 500 დოლარზე მეტი გადაურიცხა ვაშჩუკს ნაცნობის მეშვეობით, სანამ მას დააპატიმრებდნენ – ბევრად მეტი, ვიდრე ის თანხა, რომელიც მას მოპარა.

ასევე დაგაინტერესებთ

უკრაინული ქვედანაყოფის მეთაური – ვოლჩანსკის აგრეგატის ქარხნის გათავისუფლება ავიწროებს ოკუპანტების კონტროლის ზონას და უკრაინელებს მთელი ქალაქის საბოლოო გათავისუფლების საშუალებას აძლევს