რუსეთი: უკრაინამ ჩვენს ტერიტორიაზე იერიში მიიტანა, გავანადგურეთ 5 დრონი

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მოიგერიეს დრონები, რომლებიც მ, სავარაუდოდ, ბელგოროდის ოლქში და შავი ზღვის თავზე გაუშვა.
რუსული უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ დრონები თავს დაესხნენ “ობიექტებს ს ფედერაციის ტერიტორიაზე”.
“უპილოტო საფრენ აპარატებს გზა გადაუჭრეს და გაანადგურეს ბელგოროდის ოლქის ტერიტორიაზე (1 უპილოტო საფრენი აპარატი) და შავი ზღვის თავზე (4 უპილოტო საფრენი აპარატი)”. – ნათქვამია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.