რუსეთი: ბელგოროდზე უკრაინული დრონების თავდასხმის შედეგად დაღუპულია 1 ადამიანი

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, 14 მარტის ღამეს, მ იერიში მიიტანა ბელგოროდის ოლქზე. შედეგად დაიღუპა ერთი ადამიანი, არიან დაშავებულები.
თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ბელგოროდისა და კურსკის ოლქებში საჰაერო თავდაცვის მობილურმა ჯგუფებმა ჩამოაგდეს 14 დრონი და 8 რეაქტიული რაკეტა.
ბელგოროდის ოლქის ადმინისტრაციის მონაცემებით შეტევის შედეგად დაშავდა 4 მშვიდობიანი მოქალაქე.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე შაჰედის ტიპის დრონებითა და რაკეტებით მიიტანა იერიში. შედეგად სუმის ოლქში დაზიანდა 4 ინფრასტრუქტურული ნაგებობა.