რუსეთის ხელისუფლებამ აღიარა, რომ სადაზვერვო თვითმფრინავი A-50 უკრაინის არმიამ ჩამოაგდო

რუსეთის ხელისუფლებამ აღიარა, რომ მიმდინარე წლის 23 თებერვალს A-50 სადაზვერვო თვითმფრინავი უკრაინელმა სამხედროებმა ჩამოაგდეს. ეს გამომდინარეობს საგამოძიებო კომიტეტისა და მოსკოვის ზოგადი იურისდიქციის სასამართლოების ანგარიშებიდან, რომლებშიც აღნიშნულია უკრაინის შეიარაღებული ძალების 138-ე საზენიტო-სარაკეტო ბრიგადის მეთაურის, პოლკოვნიკ ნიკოლაი ძიამანის დაუსწრებლად დაკავების შესახებ. იგი ბრალდებულია ტერაქტის საქმეზე.
გამოძიება ირწმუნება, რომ ძიამანმა თავის ქვეშევრდომებს უბრძანა, გაენადგურებინათ A-50, რადგან იცოდა, რომ თვითმფრინავი “არ იყო განკუთვნილი საბრძოლო ოპერაციებისთვის და არ ჰქონდა შეიარაღება”, ხოლო ფრენას „უშალოდ ს საჰაერო სივრცეში ახორციელებდა”.
უკრაინელ სამხედროზე ძებნა გამოცხადდა. სასამართლო სხდომაზე ძიამანს წარმოადგენდა სასამართლოს მიერ დანიშნული ადვოკატი ვიქტორ აბაშინი, რომელმაც განაცხადა, რომ აპროტესტებდა თავისი კლიენტის დაპატიმრებას.
ს განცხადებით, რუსეთის A-50 ტიპის სადაზვერვო თვითმფრინავი უკრაინის არმიამ გაანადგურა.
უკრაინის თავდაცვის ძალების ცნობით, რუსეთის არმიის ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული თვითმფრინავი უკრაინელმა მეზენიტეებმა შორეული მოქმედების სარაკეტო კომპლექს С-200-ით ჩამოაგდეს.

მოგვიანებით უკრაინულმა მედიამ გაავრცელა ვიდეოდან გაკეთებული ფოტო, რომელზეც ჩანს, რომ რაკეტის მოხვედრის შედეგად დაზიანებულმა A-50-მა, სავარაუდოდ, კრასნოდარის ოლქის სოფელ ტრუდოვაია არმენიას რაიონში განიცადა კატასტროფა.
მანამდე, მიმდინარე წლის 14 იანვარს, აზოვის ზღვის თავზე, ბერდიანსკის მახლობლად, უკრაინელმა სამხედროებმა სარაკეტო იერიშის შედეგად ჩამოაგდეს სტრატეგიული მნიშვნელობის ორი საჰაერო ხომალდი: ადრეული აღმოჩენის რადიოლოკაციური თვითმფრინავი A-50 და საჰაერო სამეთაურო პუნქტი Ил-22M-ი.