რუსეთის საგარეო უწყება – დიპლომატების გაძევებასთან დაკავშირებით ვენის უსაფუძვლო გადაწყვეტილებას შესაბამის პასუხს გავცემთ

რუსეთი ავსტრიიდან ორი დიპლომატის გაძევებას უპასუხებს, – რუსული მედიის ინფორმაციით, ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს.
ვენის უსაფუძვლო გადაწყვეტილებას შესაბამის პასუხს გასცემს“, – აცხადებენ უწყებაში.
რუსეთის საელჩოში განმარტავენ, რომ ავსტრიას არ წარმოუდგენია დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციის დარღვევის მტკიცებულება, ამიტომ მოსკოვი ამ გადაწყვეტილებას წმინდა პოლიტიკურ გადაწყვეტილებად მიიჩნევს და კატეგორიულად არ ეთანხმება.
შეგახსენებთ, ავსტრიამ ქვეყნიდან ორი რუსი დიპლომატის გაძევების გადაწყვეტილება მიიღო. ავსტრიის საგარეო უწყების განმარტებით, დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციის მე-9 სტატიის შესაბამისად აღნიშნული თანამშრომლები “არასასურველ პირებად” გამოცხადდნენ. მათ ქვეყანა 19 მარტამდე უნდა დატოვონ.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა ხაზარაძე – ჩვენი შვილების თაობა ნარკომანიამ წალეკა – ივანიშვილი, რომელსაც ქართველად მოაქვს თავი, კახელებს ელაპარაკება აღა-მაჰმად-ხანზე, 3 თუ 4 წლის წინ აქ მარიხუანას პლანტაციების კანონი შემოჰქონდა

მამუკა ხაზარაძე – როდესაც კარებს გიხურავენ ამერიკისა და ევროპის – სტრატეგიული პარტნიორების არენაზე, ქვეყანას წინ ვერ წაიყვან – ოთხ კვირაში ივანიშვილის და რუსული ოცნების ეპოპეა დამთავრდება