რუსეთის მიერ კრივოი როგზე მიტანილ სარაკეტო დარტყმას, სულ მცირე, 4 ადამიანი ემსხვერპლა

რუსეთმა12 მარტის საღამოს კრივოი როგის მიმართულებით მართვადი საჰაერო რაკეტა Х-59 ისროლა, მისი ნამტვრევები მრავალსართულიან სახლს დაეცა, რის შედეგადაც გაჩნდა ხანძარი და დაიღუპა რამდენიმე ადამიანი.
დაჭრილთა რიცხვი 40-ს გადაცდა. თავდაპირველად, შემთხვევის ადგილზე 3 ადამიანი დაიღუპა, შემდეგში ერთი დაჭრილი ქალი საავადმყოფოში გარდაიცვალა.
დაშავებულთა შორის 6 პირი მძიმე მდგომარეობაში რჩება, მათ შორის არის 2 ბავშვი.