რუსეთისთვის სანქციების დაწესების პირობებში, ნებისმიერი დაპირება პენსიების ზრდის არის შეუსრულებელი – ლადო პაპავა “ლელო”-ს დაპირებაზე

ქართველ ეკონომისტთა ჯგუფმა გააკეთა საინტერესო კვლევა და აჩვენა, რომ სანქციების დაწესებით, არა იმდენად დაზარალდებოდა, რამდენადაც საქართველო: იქნებოდა ეკონომიკის 10 პროცენტიანი ვარდნა, – ამის შესახებ პროფესორმა ლადო პაპავამ “ლელოს” იმ დაპირებებზე კომენტირებისას განაცხადა, რომელიც რუსეთისთვის სანქციების დაწესებას და პარალელურად, პენსიების 1000 ლარამდე გაზრდას გულისხმობს.
როგორც პაპავამ განმარტა, ნებისმიერი დაპირება პენსიების და სხვა გასაცემელების ზრდის შესახებ, სანქციების დაწესებასთან ერთად, შეუსრულებელია. მისივე თქმით, სანქციების შემომღები ქვეყნები თავადვე აგრძელებენ რუსეთში ბიზნესის წარმოებას, ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, შესაბამისად, გაუგებარია, რატომ უნდა შეუქმნას საქართველომ საკუთარ თავს პრობლემა.
“თუ იქნება 10 პროცენტიანი ვარდნა, ჩვენ გვექნება ბიუჯეტის კლება, ანუ ნებისმიერი დაპირება, პენსიების თუ სხვა გასაცემლების ზრდის, სანქციების დაწესების პირობებში, არის შეუსრულებელი. სანქციების შემომღები ქვეყნები თვითონვე უვლიან გვერდს სანქციებს, თვითონ არღვევენ სანქციებს და რუსეთში აგრძელებენ ბიზნესს თავიანთი ეროვნული ეკონომიკის ინტერესებიდან გამომდინარე და ჩვენ, ჩვენს საზიანოდ რატომ უნდა ვიმოქმედოთ?” – აღნიშნა ლადო პაპავამ “ქრონიკასთან” საუბრისას.
Previous: ეს არის ჟანრი, როდესაც უმძიმეს წამებას და სასტიკ დანაშაულებს უწოდებენ შეცდომებს-მათ ხელისუფლებაში დაბრუნების არც მორალური და არც სამართლებრივი საფუძველი არ ექნებათ – ანრი ოხანაშვილი გვარამის აღიარებაზე

ასევე დაგაინტერესებთ

გვსურს საზოგადოებისთვის თვალსაჩინო გავხადოთ, თუ რომელი ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციები არიან უშუალოდ დაკავშირებული ოპოზიციურ პარტიებთან და რომელი – ვითომ ნეიტრალურის სტატუსის მქონე

ვიღაცეები ოცნებობენ საქართველოში რევოლუციაზე, ქვეყნის არევაზე, მეორე ფრონტზე, მაგრამ არავის ასეთი გეგმების რეალიზების საშუალებას არ მისცემს ქართველი ხალხი, ქართული სახელმწიფო და საქართველოს ხელისუფლება