„რონიმ“ 3 მლნ ლარის ინვესტიცია განახორციელა – საწარმოს წარმადობა დღიურად 20-25 ტონა მშრალი კაკალი იქნება

კომპანია „რონიმ“ საწარმოს შესაქმნელად 3 მლნ ლარის ინვესტიცია განახორციელა, საიდანაც 500 000 ლარი სოფლის განვითარების სააგენტოს გრანტია, ხოლო 1,200 000 ლარი – შეღავათიანი აგროკრედიტი.
საწარმოს დამფუძნებლის, გურამ ნაკაშიძის განცხადებით, სრული დატვირთვით მუშაობის პირობებში, საწარმოს წარმადობა დღიურად 20-25 ტონა მშრალი კაკლის მიღება იქნება. კომპანია, ამ ეტაპზე, პროდუქციის რეალიზაციას შიდა ბაზარზე ახორციელებს. საწარმოში, აქტიური მუშაობის პერიოდში, 20 ადგილობრივია დასაქმებული.
შპს „რონი“ სახელმწიფო პროგრამის „დანერგე მომავალი“ ბენეფიციარიც არის. კომპანიამ 2017 წელს 17 ჰა-ზე გააშენა კაკლის ბაღი, რისთვისაც სახელმწიფოს მიერ თანადაფინანსება 86,900 ლარის ოდენობით მიიღო.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს მასშტაბით, კაკლის გადამუშავების მიზნობრიობით გაცემული შეღავათიანი აგროკრედიტი 29 მლნ ლარს აღემატება, მათ შორის, კახეთის რეგიონში გაცემულია 12 მლნ ლარზე მეტი სესხი.
გადამმუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით, 126 მლნ ლარით თანადაფინანსებულია 270 საწარმოს შექმნა, მათ შორის, კახეთში 23 მლნ ლარითაა თანადაფინანსებული 49 საწარმო.
2022 წელს შექმნილი შპს „რონის“ კაკლის გადამმუშავებელი საწარმო გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ დაათვალიერა.
ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ