რომის პაპმა ბელგიაში სტუმრობისას შენდობა ითხოვა სასულიერო პირების მხრიდან სექსუალური ძალადობისთვის

რომის პაპმა ფრანცისკემ ბელგიაში სტუმრობისას შენდობა სთხოვა სექსუალური ძალადობის მსხვერპლებს.
ბავშვების მიმართ სექსუალური ძალადობა ბოროტებაა, რისთვისაც ეკლესიას უნდა რცხვენოდეს, თქვა პაპმა სამეფო სასახლეში გამოსვლისას ლეკენში – ბრიუსელთან.
მან ასევე დაგმო დაუქორწინებელი ქალების შვილების იძულებით გაშვილება, რაც ბელგიაში 80-იან წლებამდე ხდებოდა.
ბელგიის პრემიერ-მინისტრმა ალექსანდრ დე კრომ განაცხადა, რომ მხოლოდ სიტყვები საკმარისი არაა, ეკლესიამ უნდა გადადგას ნაბიჯები, რათა გამოიკვლიოს წარსული დანაშაულები.
27 სექტემბერს პაპი ლიოვენში კათოლიკურ უნივერსიტეტს ეწვევა. ბელგიაში მისი სტუმრობის კულმინაცია იქნება მესა ფეხბურთის სტადიონზე, სადაც 35 ათასი ადამიანის მისვლას მოელიან.

ასევე დაგაინტერესებთ