რომელ ქალაქში ღირს ერთი ბოთლი ღვინო ყველაზე ძვირი და ყველაზე იაფი

ღვინო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სასმელია, რომელიც როგორც ხარისხის, ასევე ფასის მრავალფეროვნებით გამოირჩევა. ერთი ბოთლი ღვინოს ღირებულება კი არა ქვეყნიდან-ქვეყანამდე, არამედ ქალაქიდან ქალაქამდეც კი შეიძლება მნიშვნელოვნად შეიცვალოს.
სწორედ ამიტომ, კომპანია Magnet Kitchen, Numbeo-ს 2024 წლის მონაცემებზე დაყრდნობით, მსოფლიოს 190 ქალაქში ერთი ბოთლი ღვინის საშუალო ფასს აანალიზებს და შესაბამის რეიტინგსაც აქვეყნებს.
როგორც აღმოჩნდა, ერთი ბოთლი ღვინის შეძენა ყველაზე ძვირად ქალაქ ნიუ-იორკშია შესაძლებელი, სადაც საშუალო ფასი ბოთლზე $20-ია. მეტიც, ნიუ-იორკში ღვინის საშუალო ფასი 5-ჯერ აღემატება იმ ქალაქის ფასებს, სადაც ღვინო ყველაზე იაფია.
ნიუ-იორკი საცხოვრებლად ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული ქალაქია და გამონაკლისი არც ალკოჰოლური სასმელებია. ამის მიზეზი სხვა ქალაქებთან შედარებით მაღალი სააქციზო გადასახადია, რომელიც გალონზე 30%-ს შეადგენს. გარდა ამისა, სასმელი დამატებით იბეგრება იმ შემთხვევაშიც, თუ ალკოჰოლის შემცველობა 24%-ს აღემატება.
15 ქალაქი, სადაც ერთი ბოთლი ღვინო ყველაზე ძვირი ღირს:
· ნიუ-იორკი, – $20.00
· კოლუმბია, აშშ – $18.00
· სან-ფრანცისკო, აშშ – $17.75
· ოკლენდი, აშშ – $17.75
· ფილადელფია, აშშ – $17.00
· ლაუნჩესტონი, ავსტრალია – $16.45
· ჰობარტი, ავსტრალია – $16.45
· ვაშინგტონი, აშშ – $16.00
· დენვერი, აშშ – $16.00
· ტაქსონი, აშშ – $15.50
· ვიქტორია, კანადა – $15.29
· ფენიქსი, აშშ – $15.00
· მესა, აშშ – $15.00
· მაიამი, აშშ – $15.00
· ნეშვილი, აშშ – $15.00
ევროპაში ერთი ბოთლი ღვინო ყველაზე ძვირი გაერთიანებულ სამეფოში ღირს, რომელიც ოცეულში ხვდება. ღვინის საშუალო ღირებულება აქ ნიუ-იორკზე 6.6%-ით დაბალია და $12-ს აღწევს.
რაც შეეხება ქალაქს, სადაც ღვინო ყველაზე იაფი ღირს, ასეთი ესპანეთის ქალაქი კორდობა აღმოჩნდა, სადაც ერთი ბოთლი, საშუალოდ, $3.55 ჯდება. აღსანიშნავია, რომ კორბოდა ანდალუსიის რეგიონშიც გამოირჩევა იაფ ფასიანი ღვინით – სხვაობა რეგიონის საშუალოსთან 38%-ია.
10 ქალაქი, სადაც ერთი ბოთლი ღვინო ყველაზე იაფი ღირს:
· კორდობა, ესპანეთი – $3.55
· რომი, იტალია – $3.55
· სარაგოსა, ესპანეთი – $3.82
· მურსია, ესპანეთი – $4.04
· რეჯიო-კალაბრია, იტალია – $4.37
· ტაულონი, საფრანგეთი – $4.56
· კორუნია, ესპანეთი – $4.91
· მალაგა, ესპანეთი – $4.91
· ალიკანტე, ესპანეთი – $4.91
· ტარანტო, იტალია – $4.91
წყარო: bm.ge